workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “კოპენჰაგენი” – პრევიუ

“ბარსელონა” – “კოპენჰაგენი” – პრევიუ

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მატჩები, სადაც მონაწილეობას კატალონიური “ბარსელონაც” იღებს. კატალონიელები “კამპ ნოუზე” დანიურ “კოპენჰაგენს” მიიღებენ…

პეპ გვარდიოლა, “ბარსელონას” მწვრთნელი

“ეს ძალიან რთული მატჩი იქნება. ჩვენ გვყავს ფიზიკურად ძალიან ძლიერი ოპონენტები და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ხალხს ჯერა, რომ ჩვენ გვყავს დიდი გუნდი და სურთ, რომ ყველა მატჩში გამარჯვება მოვიპოვოთ, მაგრამ ეს “ჩემპიონთა ლიგაა” და გვყავს ისეთი მეტოქე, როგორიცაა “კოპენჰაგენი”. “

” “კოპენჰაგენი” ძალიან კარგად გაწვრთნილი და დაცვაში ორგანიზებული გუნდია. ხალხი სკანდინავიელებს ძლიერ მეტოქეებად არ თვლის და ძალიანაც ცდებიან. მათ 6–დან 6 ქულა აქვთ აღებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ კარგად თამაში შეუძლიათ. თუ ჩვენ ფრთხილად არ ვიქნებით, მაშინ ისინი ბევრ პრობლემას შეგვიქმნიან.”

სტეილ სოლბაკენი, “კოპენჰაგენის” მწვრთნელი

“ჩვენ “ბარსას” დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ წელიწადში 365 დღეა და ჩვენ ასეთი მატჩის მოგება ერთხელ მაინც შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ ამას ხვალ გავაკეთებთ. შეიძლება ეს რეალურად არ ჟღერდეს, მაგრამ როგორც იცით ჩვენ ჯერ არ წაგვიგია და თუ კარგად მოვემზადებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”

“ჩემი ფეხბურთელები ძალიან კარგ ფორმაში არიან და ჩვენ თამაში მაღალ ტემპში შეგვიძლია. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება. მე ვფიქრობ, რომ ხვალ თქვენ იხილავთ სკანდინავიელების ისეთ დადებით მხარეს, რომელიც არასოდეს გინახავთ. მე ჩემი გუნდისა და ფეხბურთელების მჯერა.”

• Barcelona

ჩავი ერნანდესმა შეძლო და ტრავმა მოიშუშა, რის შედეგადაც მან “ვალენსიასთან” თამაში შეძლო, მაგრამ მატჩის შემდეგ მისი განცხადებით მას უმნიშნველო ტკივილები კიდევ აწუხებს. ასევე დაბრუნდა პედრო როდრიგესი, რომლის ხილვაც ჩვენ, როგორც ჩავის, “ვალენსიასთან” მატჩში შევძელით. იგი ცვლილებაზე, მატჩის მიწურულს შემოვიდა.

• København

მორტენ ნორდსტრანდი ვარჯიშს დაუბრუნდა. მას მარტის შემდეგ მატჩი არ გაუმართავს. ტრავმირებულია სოლვი ოტესენი და მარტინ ბერგვოლდი, რომლებსაც შესაბამისად მხრისა და მუხლის ტრავმები აწუხებთ.

ბოლო ტურები

“ბარსელონა” 2–1 “ვალენსია”

გოლები: ინიესტა 47′, პუიოლი 63′, პაბლო ერნანდესი 38′.

პეპ გვარდიოლამ “მალიორკასთან” მატჩის შემდეგ 5 ფეხბურთელი შეცვალა. ჩვენ მოედანზე კარსლეს პუიოლი, მაქსველი, ჩავი, ბუსკეცი და დავიდ ვილია ვიხილეთ. დავიდ ვილიამ თავისი ყოფილი გუნდის წინაამღდეგ პირველად ითამაშა, როდესაც კარლეს პუიოლმა “ლა ლიგაში” მერვე გოლის გატანა შეძლო.

“კოპენჰაგენი” 5–0 “ოდენსე”

გოლები: სანტინი 4′, 47′, 60′, ვინგაარდი 20′, ნ’დოი 90+5′.

სეზარ სანტინმა “კოპენჰაგენის” შემადგენლობაში მეორე ჰეტ–ტრიკის შესრულება შეძლო, რითაც თავის გუნდს გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward