ჟოან მარტინეს ვილასეკამ, რომელიც იმხანად “ბარსელონას” მთელ კანტერაზე აგებდა პასუხს, 1997 წლის ივლისში მაცნობა, რომ “ბარსა ც”-ში არ მომიწევდა ასპარეზობა და პირდაპირ დუბლებში უნდა გადავსულიყავი. რამდენიმე დღით ადრე, იგივე მითხრა ვილამაც, მეორე გუნდში სათამაშოდ მზად ხარ და შენი ახალი მწვრთნელი ხოსე მარია გონსალვო იქნებაო.
მაშინ ვილას არაფერი უთქვამს, თუმცა, მოგვიანებით გავიგე, რომ ის უკვე მზად იყო ფილიალის ჩასაბარებლად, მაგრამ ბოლო მომენტში სერა ფერერის კანდიდატურამ გადაწონა და ჩემს ყოფილ დამრიგებელს, “ბარსა ც”-ში მოუწია გადაბარგება. დუბლებში მოგზაურობა მარტოს მაინც არ მომიწია. კომპანია, ლუის გარსიამ და ანტონიო იდალგომ გამიწიეს.
სანამ მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებდი, ისეთი რამ გადამხდა თავს, რომელიც სურეალიზმის სფეროს განეკუთვნება. დღეს შეიძლება კარგიცაა ასე რომ მოხდა, მაგრამ მაშინ ყველაფერი ტრაგიკომედიას ჰგავდა. ავტობუსში ავდიოდი, რათა გუნდთან ერთად ანდორაში წავსულიყავი შეკრებაზე, როდესაც კლუბიდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმებამდე, ვერსად ვერ წავიდოდი. როგორც გაირკვა, პრეზიდენტ ნუნიესს, ეგრეთწოდებული “ზერარდის საქმის” განმეორების შეეშინდა, რომელიც “ვალენსიაში” უფასოდ გადავიდა და ყველა კანტერანოს პროფესიონალურ კონტრაქტზე ხელის მოწერა მოსთხოვა. ამ აურზაურისას, რომელშიც ჩემთან
ჟოან მარტინეს ვილასეკამ, რომელიც იმხანად “ბარსელონას” მთელ კანტერაზე აგებდა პასუხს, 1997 წლის ივლისში მაცნობა, რომ “ბარსა ც”-ში არ მომიწევდა ასპარეზობა და პირდაპირ დუბლებში უნდა გადავსულიყავი. რამდენიმე დღით ადრე, იგივე მითხრა ვილამაც, მეორე გუნდში სათამაშოდ მზად ხარ და შენი ახალი მწვრთნელი ხოსე მარია გონსალვო იქნებაო.
მაშინ ვილას არაფერი უთქვამს, თუმცა, მოგვიანებით გავიგე, რომ ის უკვე მზად იყო ფილიალის ჩასაბარებლად, მაგრამ ბოლო მომენტში სერა ფერერის კანდიდატურამ გადაწონა და ჩემს ყოფილ დამრიგებელს, “ბარსა ც”-ში მოუწია გადაბარგება. დუბლებში მოგზაურობა მარტოს მაინც არ მომიწია. კომპანია, ლუის გარსიამ და ანტონიო იდალგომ გამიწიეს.
სანამ მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებდი, ისეთი რამ გადამხდა თავს, რომელიც სურეალიზმის სფეროს განეკუთვნება. დღეს შეიძლება კარგიცაა ასე რომ მოხდა, მაგრამ მაშინ ყველაფერი ტრაგიკომედიას ჰგავდა. ავტობუსში ავდიოდი, რათა გუნდთან ერთად ანდორაში წავსულიყავი შეკრებაზე, როდესაც კლუბიდან დამირეკეს და მაცნობეს, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმებამდე, ვერსად ვერ წავიდოდი. როგორც გაირკვა, პრეზიდენტ ნუნიესს, ეგრეთწოდებული “ზერარდის საქმის” განმეორების შეეშინდა, რომელიც “ვალენსიაში” უფასოდ გადავიდა და ყველა კანტერანოს პროფესიონალურ კონტრაქტზე ხელის მოწერა მოსთხოვა. ამ აურზაურისას, რომელშიც ჩემთან ერთად მარიო და ჟოფრეც მოხვდნენ, მამაჩემს დაურეკეს და ისიც უმალ მოვიდა “ნოუ კამპზე”, რათა გაუგებრობისთვის წერტილი დაესვა.
ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, ვილასეკამ მართლაც გაგვაცნო ახალ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სიტუაცია, რომელიც ხერარდის წასვლის შემდეგ შეიქნა, მაგრამ მინიშნებაც კი არ ყოფილა იმაზე, რომ ეს აქ და ეხლა მოხდებოდა. მაშინ ერთადერთი რამ მსურდა, თამაშის დაწყება, ამიტომაც ყველა ბიუროკრატიული ფორმალობა გვერდზე გადავდე და კონტრაქტს ხელი მოვაწერე. “ბარსელონას” ოთხი წლით დავუკავშირე ბედი. ხელშეკრულების თანახმად, კიდევ სამი წლით შემეძლო კლუბთან ურთიერთობის გაგრძელება, ხელფასი კი 4 მლნ. პესეტას შეადგენდა, დაქვითვების გარეშე. კლუბის იურისდიქცია ასე მოქცევას არ კრძალავდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა ჩვენი ბლაუგრანაში გაწევრიანება.
ანდორაში წავედი შეკრებაზე და მალე მივხვდი, რომ პროფესიონალურ ფეხბურთში გადავეშვი თავით. ფიზმომზადების მწვრთნელმა, პოსანკომ, არ დაგვზოგა. უბურთოდ ვვარჯიშობდით, მძიმე წონებით. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩემი სხეული ჯერ არ იყო საკმარისად განვითარებული. 17 წლის გახლდით და შესაბამისად, აღნაგობაც მოზარდისა მქონდა.
დუბლებში საკუთარი მენტალიტეტი უნდა დამემსხვრია. ყოველდღე უნდა დაგემტკიცებინა, რომ საუკეთესო იყავი. ჩემს პოზიციაზე სერიოზული კონკურენცია გახლდათ: მიგელ ანხელი და დე მარსელიუსი.
მიგელ ანხელს, სხვათა შორის მასთან დღემდე ვმეგობრობ, მანქანა ჰყავდა და ყოველდღე დავყავდი “მინი ესტადიზე”, რადგან საბადელში ვცხოვრობდი. ის მეტსახელიც მან შემარქვა, რომელსაც დღემდე ვატარებ – “პელოპო”. ამ სიტყვის ისტორიულ-ფილოლოგიური წარმოქმნის ასპექტებზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა, ვფიქრობ, მიგელ ანხელს უკვე საჯაროდ ექნება მისი მნიშვნელობა ახსნილი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ “პელოპო”, ასე ვთქვათ, ისეთი სიტყვების სინონიმია, როგორებიცაა “ბიჭი” და “კოლეგა”. ასეა თუ ისე, ეს მეტსახელი მე და გაბრის ბოლომდე გამოგვყვა. დღეს, თანაგუნდელები შემოკლებით “პელოს” მეძახიან.
ცოტა გავერთეთ, ახლა კი კვლავ დუბლებში გატარებულ დროს დავუბრუნდეთ, რომელიც ახალ და ახალ სასიამოვნო სიურპრიზებს მთავაზობდა. აგვისტოს ბოლოს, მაცნობეს, რომ ვან გაალი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში აპირებდა ჩემს შეყვანას. დუბლებიდან იგივე პატივი სერონს, პუიოლს, კუადრადოს, ჟოფრესა და რაულს ხვდათ წილად. ყველანი 20 წელზე ქვემოთ ვიყავით, რასაც საერთაშორისო წესები მოითხოვდა.
საფეხბურთო სკოლის ახლადგამომცხვარ ხელმძღვანელს, სერა ფერერსაც მოვწონდი, რისი დასტურიც “კანტერას” ეგრეთწოდებულ ნაკრებში გამოძახება გახლდათ. კვირაში ორჯერ, დილის რვა საათზე “ჰოსპიტალეტ ნორდში”, “მინიზე” ვვარჯიშობდით ფერერის თანაშემწის, პეპ ალომარის ზედამხედველობის ქვეშ. ითვლებოდა, რომ ჩვენ “კანტერას” ელიტას წარმოვადგენდით და მწვრთნელების მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ მთავარი გუნდისთვის მოვემზადებინეთ. ეს რაც უფრო სწრაფად მოხდებოდა, მით უკეთესი იქნებოდა. სულ ოცნი ვიყავით, “ხუვენილიდან”, “ბარსა ბ”-დან და “ბარსა ც”-დან. ყველაზე პატარა არუნა ბაბანგიდა იყო, რომელიც სულ რაღაც 15 წლის გახლდათ.
ფერერთან თბილი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ძალიან მომთხოვნი იყო, მაგრამ ამავდროულად სამართლიანი. დონ ლორენსმა, კლუბის ხელმძღვანელობას ჩემთვის ყოველწლიური პრემია დაანიშნინა მილიონი პესეტას ოდენობით, რადგან მისი აზრით, ვარჯიშებზე მუდამ ნაყოფიერად ვირჯებოდი.
ოქტომბერში, ეროვნული ნაკრებების თამაშებით გამოწვეული პაუზის დროს, პირველ გუნდს ვეთამაშეთ. ეხლა ვხვდები, რომ ეს ფაქტი ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მაშინ, ბლაუგრანასთან ფრის გაგორება (2:2), გამარჯვების ტოლფასი იყო.
გაგრძელება იქნება…
ერთად მარიო და ჟოფრეც მოხვდნენ, მამაჩემს დაურეკეს და ისიც უმალ მოვიდა “ნოუ კამპზე”, რათა გაუგებრობისთვის წერტილი დაესვა.