workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ღამურები” დამარცხდნენ!

“ღამურები” დამარცხდნენ!

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა მატჩი “ლა ლიგას” ორ ლიდერს, “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ჩვენ ორი ერთმანეთსგან რადიკალურად განსხვავებული ტაიმის ხილვა შევძელით.

გუშინ ჩვენ ორი დიდი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლასა და უნაი ემერის ტაქტიკური დაპირისპირება ვიხილეთ. ყველასგან მოულოდნელად სასტარტო შემადგენლობაში პეპმა ჩავი ერნანდესი დააყენა. ასევე ძირითადში იმყოფებოდა დავიდ ვილია, რომელსაც მიკრო ტრავმა აწუხებდა. ამისდა მიუხედავად, პირველ ტაიმში “ვალენსიამ” “ბარსას” ნამდილად აჯობა, რაც ანგარიშზეც ნათლად აისახა. 37–ე წუთზე პაბლო ერნანდესმა ანგარიშის გახსნა შეძლო.

“ბლაუგრანამ” თავისი საუკეთესო შესაძლებლობები მეორე ტაიმისთვის შემოინახა, რაზეც ინიესტასა და პუიოლის გოლებიც მეტყველებს. ასე, რომ “ბარსამ” შეძლო და “ვალენსია” ლიდერის პოზიციას ჩამოაშორა.

მიმოხილვა

თამაშის დაწყებისთანავე, ბურთზე კონტროლის დამყარებას ორივე გუნდი ცდილობდა, მაგრამ პირველ წუთებში ეს “ღამურებს” უფრო გამოზდიოდათ. ისინი თითქოს “ბარსას” სტილს ბაძავდნენო და ამას ძალიან კარგადაც აკეთბდნენ. ასეთი გუნდები “ბარსელონასთვის” ალბათ ყველაზე არასასურველ ოპონენტებად ითვლებიან.

“ბარსამ” პირველად მატჩი მეცხრამეტე წუთზე გამოაცოცხლა, როდესაც ვილიას გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო. ამ მომენტმა მთელი გუნდი გამოაცოცხლა და 22–ე წუთზე ჩავიმ შორი მანძილიდან სეზარის კარისკენ ბურთიც გადაგზავნა, მაგრამ ამაოდ. “ბარსა” ბურთზე კონტროლის დამყარებას პერიოდულად ახერხებდა…

37–ე წუთი იყო, როდესაც ვიქტორ ვალდესის ბადე შეირხა. ანგარიშის გახსნა პაბლო ერნანდესმა შეძლო. ეს “ვალენსიას” პირველი რეალური მომენტი გახლდათ. ამის შემდეგ პაბლოს კიდევ ერთი 100%–იანი მომენტი ქონდა, მაგრამ ამჯერად ვალდესს ვერ აჯობა. პაბლოს შეტევებს “ბარსამ” მესის შეტევებით უპასუხა, მაგრამ 45–ე წუთამდე ანგარიში არ შეცვლილა.

“ბლაუგრანას” მეორე ტაიმი შედარებით კარგად უნდა დაეწყო, რაც პეპ გვარდიოლამაც გაითვალისწინა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ორი წუთიც არ იყო გასული, რომ ჩავიმ და ინიესტამ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რასაც ინიესტას მიერ გატანილი გოლი მოჰყვა. ამ ყველაფერმა კატალონიელებს უფრო მეტი ძალა შეჰმატა და მოედაზე ფავორიტი აშკარად გამოიკვეთა. ანგარიში იქამდე არ შეცვლილა, სანამ ჩავი მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთს არ ჩაჰკიდებდა და ბურთს სეზარის კარისკენ პუიოლი, თავური დარტყმით არ გაგზავნიდა. გუნდის კაპიტანმა შეძლო და სეზარის ბადე მეორედ შეარხია. ანგარიში შეიცვალა, 2:1 !

როგორც იქნა ახმაურდა “კამპ ნოუ”! მესი თავის ჩვეული მოძრაობების შესრულებას ცდილობდა, ხოლო დავიდ ვილიამ ვერა და ვერ შეძლო თავისი ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა. თავის დაზღვევის მიზნით, გვარდიოლამ მოედნიდან ჩავის გაყვანა გადაწყვიტა. მის ნაცვლად კი “ბარსას” ახალწვეული, ხავიერ მასკერანო შემოვიდა. მატჩის ბოლო წუთები ძალიან დაძაბული გამოდგა. ანგარიში 2:1 იყო და ამიტომაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ ყოფილა. “ვალენსია” ბევრი ეცადა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. ასე, რომ “ლა ლიგას” ახალი ლიდერი ეყოლება.

“ბარსამ” თავის გულშემატკივარს კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქა.

ვიდეო მიმოხილვა

[media=http://www.youtube.com/watch?v=MZJkJt_gIGo]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward