”გამარჯვებები ესეთ მატჩებში უფრო ძლიერს გვხდის”
ხოსეპ გვარდიოლა თავისი შეგირდების თამაშს ”ვალენსიას” წინააღმდეგ პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ესეთი თამაშების მოგება გუნდს უფრო აძლიერებს. ”ვალენსიასთან” მატჩი დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ ”ბარსა” მატჩს აგებდა. მეორე ტაიმში მოედანზე სხვა ”ბარსელონა” გამოვიდა. ანდრეს ინიესტამ ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო პუიოლმა გუნდი დააწინაურა. გვარდიოლამ სიამაყით აღნიშნა: ”გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია”.
დაამარცხო შესანიშნავი გუნდი
მწვრთნელის აზრით ეს თამაში შარშანდელი მატჩის გაგრძელება იყო: ”პირველ 45 წუთში ”ვალენსიამ” გვაჯობა, შესვენების შემდეგ შევძელით გონს მოსვლა. პროგრესი შესამჩნევი იყო. საბოლოოდ ჩვენ დავამარცხეთ ეს გუნდი”.
ჩევნი ფეხბურთელი შეუფასებლები არიან
”ძალიან ძნელია ასეთი თამაშების მოგება, გოლები ხომ შემთხვევით არ გადის… არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი შეცდომები. ”ვალენსია” შესანიშნავი გუნდია და მათი ლიდერობა გასაკვირი არ არის. გასაკვირი იყო ის, რომ შარშან ჩვენ 99 ქულა დავაგროვეთ. ეხლა მთავარია გვახსოვდეს, რომ მოწინააღმდეგეები კარგად თამაშობენ, მაგრამ ჩვენაც არ ვართ ერთ ადგილზე გაჩერებულები – ჩვენი ფეხბურთელები ხომ შეუფასებლები არიან”.
გაკვეთილი
”ბარსელონას” მწვრთნელმა აღნიშნა: ”ამ გუნდთან თამაში გაკვეთილი იყო ყველასთვის. ყველა თამაშში გონებრივი მხარე დიდ როლს თამაშობს. პირველ ტაიმში გოლი ვერ გავიტანეთ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები ყველაფერს ცდილობდნენ. თუმცა მეორე ტაიმში მათ იფრინეს. ფეხბურთში საჭიროა თავით ფიქრი. ამ ფეხბურთელებში ეჭვის შეტანა დაუშვებელია და ეს მათ დღეს დაამტკიცეს”.
შექება ინიესტას და ჩავის
ანდრეს ინიესტას მიმართ გვარდიოლამ კომპლიმენტები არ დაიშურა: ”მას აქვს წარმოუდგენელი თვისებები, შეუძლია გააკეთოს ყველაფერი რასაც მოისურვებს”. ასევე გვარდიოლამ ისაუბრა ტრავმირებულ ჩავიზე, რომელიც მაინც გამოვიდა მოედანზე: ”მან ძალა არ დაიშურა. შევხედავთ როგორ გაგრძელდება მისი განკურნება. ვატყობ, რომ მზად არ არის ყოველ 3 დღეში ითამაშოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ტრავმის მოშუშებაზე. ვნახოთ…”.



