workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “გლები “ბარსელონაში” მე არ გამიგდია”

ვენგერი: “გლები “ბარსელონაში” მე არ გამიგდია”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა “ბირმინგემის” ფეხბურთელ, ალექსანდრე გლებზე. ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, რომ მას ბელორუსიელი ნახევარმცველი გუნდიდან არ გაუგდია.
“ბირმინგემი” ძალიან კარგი და მობილიზირებული კლუბია. წინა წელს მათ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ახლა სწორედ ამ კლუბში თამაშობს ალექსანდრე გლები, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. რამდენიმე წლის წინ მან დატოვა ლონდონის “არსენალი”, თუმცა ეს არ ყოფილა ჩემი ბრალი. მე მსურდა, რომ იგი “მეთოფედ” დარჩენილიყო. გლებმა თვითონ გადაწყვიტა “ბარსელონაში” გადასვლა.” –განაცხადა ვენგერმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში