workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს, შესაძლოა, გვარდიოლა 200 ქულას გადასცდეს

დღეს, შესაძლოა, გვარდიოლა 200 ქულას გადასცდეს

დღეს გამარჯვების შემთხვევაში გვარდიოლა 202 ქულას დააგროვებს.

თავის პირველ სეზონში (2008-09) გვარდიოლამ კლუბთან ერთად 87 ქულა დააგროვა, მეორე სეზონში (2009-10) უკვე 99. ორივე შემთხვევაში ”ბარსა” ჩემპიონი გახდა. მიმდინარე სეზონში გვარდიოლას შეგირდებს 13 ქულა აქვთ დაგროვებული. მთლიანად გვარდიოლას გუნდმა 199 ქულის დაგროვება შეძლო 82 მატჩში, რაც საშუალოდ მატჩში 2.42 ქულას უდრის. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კატალონიელთა ისტორიაში. ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება ბობი რობსონის შედეგს. რობსონის გუნდმა, რომელმაც მოიგო 1996-97 სეზონი 42 თამაშში 90 ქულა აიღო, რაც საშუალოდ 2.14 ქულის ტოლფასია.

ამასთან ერთად, ”ვალენსიასთან” დღევანდელი შესაძლო გამარჯვება გვარდიოლას აქტივში 202 ქულას მოაგროვებს. დღევანდელ დღემდე ”ბარსელონას” ისტორიაში 4-მა მწვრთნელმა მოაგროვა გვარდიოლაზე მეტი ქულა. ოთხივე მათგანი ჰოლანდიელია. რეკორდი ეკუთვნის იოჰან კრუიფს (456 ქულა), შემდეგ მოდის ფრანკ რაიკაარდი (381) და რინუს მიხელსი (262). ლუი ვან გაალმა 240 ქულა მოაგროვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward