“ბარსელონას” თავდამსხმელს, ლუის სუარესს, რომელიც კატალონიურ კლუბში სწორედ “ლივერპულიდან” გადავიდა, სჯერა, რომ მერსისაიდული კლუბი, ამ სეზონის მიმდინარეობას, სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს.
“ლივერპულმა” სეზონი ცუდად დაიწყო, განსაკუთრებით, გასული წარმატებული სეზონის შემდეგ გაზრდილი მოლოდინის გათვალისწინებით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, “ლივერპულს” ყველაფერი კარგად ექნება, უფრო მეტიც, მჯერა, რომ ისინი სწორი გზით მიდიან წინ.
ბრენდან როჯერსი კარგი ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელია. მას ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს და მისთვის თამაშობს. “ლივერპულისთვის” მიმდინარე სეზონში ჯერ არაფერი დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ.” – აცხადებს სუარესი.