მესი რონალდუზე 87 მილიონით ძვირი ღირს

მესი რონალდუზე 87 მილიონით ძვირი ღირს

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ ლიონელ მესი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ექსპერტებმა ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა ღირებულება შეისწავლეს და საუკეთესო 120 მათგანი გამოაქვეყნეს. როგორც გაირკვა, ყველზე ძვირი, 220 მილიონი ევრო ლიონელ მესი ღირს. მე-2 ადგილზე გასული კრიშტიანუ რონალდუ მას 87 მილიონი ევროთი ჩამორჩება.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 220 მილიონი ევრო
  2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) – 133
  3. ედენ აზარი (“ჩელსი”) – 99
  4. დიეგო კოსტა (“ჩელსი”) – 84
  5. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”) – 72
  6. სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 65
  7. რაჰემ სტერლინგი (“ლივერპული”) – 63
  8. სესკ ფაბრეასი (“ჩელსი”) – 62
  9. ალექსის სანჩესი (“არსენალი”) – 61
  10. გარეთ ბეილი (“რეალი”) – 60

ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის ასევე მოხვდნენ ნეიმარი (მე-11 ადგილი, 58 მილიონი), ლუის სუარესი (მე-16 ადგილი, 48 მილიონი), სერხიო ბუსკეტსი (35-ე ადგილი, 34 მილიონი), ანდრეს ინიესტა (50-ე ადგილი, 31 მილიონი), ივან რაკიტიჩი (61-ე ადგილი, 27 მილიონი), ხერარდ პიკე (65-ე ადგილი, 26 მილიონი) და პედრო როდრიგესი (97-ე ადგილი, 21 მილიონი).

ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ითვლება. მათ შორისაა ასაკი, ჩატარებული მატჩების რაოდენობა, გოლები, კონტრაქტის მოქმედების ვადა, ასევე კლუბისა და ნაკრების შედეგები.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი