ოთხშაბათს, “ბარსას” ფეხბურთელებმა ვარჯიში გამართეს. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებში იყვნენ გაწვეულნი, ახლა კი ისინი თავიანთ კლუბს დაუბრუნდნენ…
სანაკრებო მატჩები დასრულდა და ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ. “ბარსას” ახლა ბრძოლა სამ ფრონტზე მოუწევს: “ლა ლიგაზე”, “ჩემპიონთა ლიგასა” და “სამეფო თასზე”. შაბათს კი კატალონიელები შინ, “ვალენსიას” მიიღებენ. ასე, რომ გუშინ, გვარდიოლას ქონდა შანსი, რომ ყველა ფეხბურთელი შეეკრიბა და ვარჯიში გაემართა.
ჩავი ერნანდესი ესპანეთის ნაკრებში ტრავმის გამო არ იყო გამოძახებული. ის ახლაც აგრძელებს ტრავმის მოშუშებას. შეგახსნებეთ, რომ 10 დღის წინ, მას “მალიორკასთან” თამაშშიც არ მიუღია მონაწილეობა.
ასევე ტრავმები აწუხებთ გაბი მილიტოსა და პედრო როდრიგესს, რომლებიც ფორმის აღდგენას ცდილობდნენ. რაც შეეხება დავიდ ვილიას, მან მთელი შუადღე სამედიცინო ტესტების ჩატარებას დაუთმო.
ასევე ახალგაზრდული გუნდებიდან ვარჯიშზე გამოძახებულები იყვნენ ვიქტორ ვასკესი, ხავი ესპინოსა და კარლოს კასტარნადო.




ოთხშაბათს გვათამაშეს და კვირამდეც არ გვასვენებენ? რაღა შაბათს დანიშნეს თანაც შუადღით?
სახეზე ეტყობოდათ როგორ არ გაუხარდათ გუშინდელი ფრე.