workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამი ვალენსიელი “ბარსაში”

სამი ვალენსიელი “ბარსაში”

“ბარსელონა” “ვალენსიასთან” შეხვედრისთვის ემზადება. ცოტა ხნის წინ კი “ბარსას” ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც იმ სამი ფეხბურთელის მცირე დახასიათება იყო მოცემული, რომლებიც “ღამურებიდან”–დან “კამპ ნოუზე” მოხვდნენ. მათ “ბარსა TV”-სთან მცირე კომენტარებიც გააკეთეს…

რუბენ როჩინა, პეპე პალაუ და ალეხანდრო გრიმალდო არიან ფეხბურთელები, რომლებიც ვალენსიაში დაიბადნენ, სადაც საკუთარი საფეხბურთო კარიერა დაიწყეს, მაგრამ ახლა ისინი “ბარსას” ღირსებას იცავენ.

ამ ფეხბურთელებს შორის წლოვანებით ყველაზე დიდი როჩინაა. იგი 19 წლისაა და “ბარსაში” 2004 წლიდან გამოდის. იგი ცაციაა და აქვს გოლის გატანის საოცარი ალღო. ახლა იგი ლუის ენრიკეს გუნდთან ერთად, “სეგუნდა ა”–ში ასპარეზობს.

“ეს ჩემთვის განსაკუთრებული თამაში იქნება”, თქვა მან. “ჩემი გული ორად იქნება გაყოფილი. მე უბრალოდ მინდა, რომ საუკეთესომ გაიმარჯვოს”.

პეპე პალაუ 18 წლისაა და “ბარსაში” ეს მისთვის მეოთხე სეზონია. იგი კატალონიელთა შემადგენლობაში 2007 წლიდან ირიცხება. პეპე ცენტრალური მცველია და ასევე ძალიან კარგად შეუძლია შეტევებში ჩართვა. პალაუ “ხუვენილ ა”–ში რაფა ალკანტარასთან, გუსატოსთან და ხავი ესპინოსასთან ერთად გამოდის.

სამეულში ყველაზე პატარა 15 წლის ალეხანდრო გრიმალდოა. იგი “კადეტე ა”–ში თამაშობს და “ბარსაში” ეს მისთვის მესამე სეზონია. “ვალენსიაში” იგი ფრთაზე მოთამაშე გახლდათ, მაგრამ “ბლაუგრანას” მაისურის მორგების შემდეგ მან შუაში შეიწია და ახლა იგი ფულ–ბექის პოზიციაზე გამოდის.

გრიმალდომ “ბარსა TV”-ს კითხვაზე, თუ რატომ აირჩია “ბარსა” უპასუხა: “იმიტომ, რომ მე აქ პირველ გუნდში მოსახვედრად უფრო მეტი შანსი დავინახე.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward