workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გრიმალდო ბარსელონასთან შეხვედრაზე: მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველი

გრიმალდო ბარსელონასთან შეხვედრაზე: მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველი

calendar_month მატჩის დრო: 8 ნოემბერი, 23:55

“ატლეტიკოს” მცველი ალეხანდრო გრიმალდო კვირას, 8 ნოემბერს, თავის ყოფილ კლუბს, “ბარსელონას” დაუპირისპირდება. ესპანელი ფეხბურთელი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება შეხვედრას, რომელიც “მეტროპოლიტანოზე” გაიმართება.

გრიმალდო “ბარსელონას” აკადემიაში აღიზარდა, თუმცა პირველ გუნდში დებიუტის შესაძლებლობა არ მისცემია. 2015 წელს მან “ბარსა ატლეტიკი” დატოვა და “ბენფიკაში” გადავიდა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მაშინდელ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთან არცთუ კარგი ურთიერთობა იყო.

მას შემდეგ გრიმალდო “ბარსელონას” ორჯერ დაუპირისპირდა. ორივე შეხვედრა 2021/22 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა. პორტუგალიურმა გუნდმა პირველი მატჩი 3-0 მოიგო, მეორე კი ფრედ, 0-0 დაასრულა. შესაბამისად, გრიმალდოს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ არასდროს წაუგია.

“ატლეტიკოს” ოფიციალურ ვებსაიტთან საუბრისას 31 წლის ფეხბურთელმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“კვირას დიდი მატჩი გველის. ეს იქნება შეხვედრა, რომლის ყურებაც ყველასთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენთვისაც განსაკუთრებული თამაშია, რადგან საკუთარ მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ. შინ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გულშემატკივრები დამატებით ძალას გვაძლევენ, რაც თითოეულ მატჩში განსხვავების შექმნაში გვეხმარება. ძალიან მინდა, თამაში ახლავე დაიწყოს”.

გრიმალდო დარწმუნებულია, რომ “მეტროპოლიტანოზე” განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება.

“წარმოუდგენელ ატმოსფეროს ველოდები. ეს უკვე გამოვცადე “რეალ მადრიდთან” დერბიში და საოცარი იყო. ახლა ერთმანეთს პირველი და მეორე ადგილოსნები ხვდებიან, თანაც ჩვენი გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. ვფიქრობ, შესანიშნავი მატჩი იქნება, საოცარი ატმოსფეროთი. მოუთმენლად ველი სავსე სტადიონის ხილვას, გულშემატკივრების მხარდაჭერას და გუნდის თამაშს, რომელიც სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი