ინგლისური “ვესტ ჰემი” “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი კამერუნელი ნახევარმცველის, ალექს სონგის გამოსყიდვას აპირებს.
ალექს სონგი, “ბარსელონაში” გატარებული 2 წარუმატებელი სეზონის შემდეგ, “ვესტ ჰემში” არენდით გადავიდა. ლონდონურ კლუბში მან თავი კარგად წარმოაჩინა და ინგლისელებს მისი გამოსყიდვის სურვილიც აღუძრა. გავრცელებული ინფორმაციით, “ვესტ ჰემი” 27 წლის ნახევარმცველის იანვარში გამოსყიდვას შეეცდება.