workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი: ”მინდა ”ბარსელონაში” დავბრუნდე”

კუმანი: ”მინდა ”ბარსელონაში” დავბრუნდე”

რონალდ კუმანი ერთი წუთით არ ივიწყებს ”ბარსელონას” და ”ვალენსიას”, რომლებიც შაბათს ერთმანეთს შეხვდებიან.

სამშაბთს კუმანმა ინტერვიუ მისცა ”Esports Cope”-ს, სადაც თავისი აზრი გამოთქვა თანამედროვე ფეხბურთზე და თავის სურვილებზე ისაუბრა.

მოლოდინი
კუმანმა აღიარა, რომ ბედნიერი იქნება ”ბარსელონას” სტრუქტურაში დაბრუნებით: ”ბარსელონა” დიდებული გუნდია, თუ ერთ დღეს მექნება შანსი ვიმუშავო კლუბის სპორტულ სფეროში, დაუფიქრებლად დავიწყებ მუშაობას”.

მოურინიო
რონალდ კუმანმა შეაფასა ეს მწვრთნელი: ”არის ბევრი გამარჯვებული ფეხბურთელი, აი მოურინიო არის გამარჯვებული ადამიანი და მწვრთნელი. ეს მან ინგლისში და იტალიაში დაამტკიცა, წარმატებას ის ალბათ ესპანეთშიც მიაღწევს. ეხლა მე ”რეალის” უძლიერეს შემადგენლობას ვხედავ, რაც კი ოდესმე ჰყოლიათ.

მესი
”ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელმა კარგად ითამაშოს მთელი წელი და ამის გამო მესი საუკეთესოდ მიმაჩნია. მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სხვას უბრალოდ არ შეუძლია. ”ოქროს ბურთს” სწორედ მესის გადავცემდი”.

ვილია
”ვილია კარგად თამაშობს ცენტრში და მარცხნივ. ამასთან ერთად თავდასხმის სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში დაგვიმტკიცა, რომ მარცხნივ თამაში მისთვის პრობლემა არაა”.

”ბარსელონა” და ”ვალენსია”
”ყოველთვის რთულია შეინარჩუნო ის თამაში, რასაც ”ბარსელონა” აჩვენებს. ვფიქრობ ისინი კიდევ მოუმატებენ. ამ სეზონში რამდენიმე კარგი მატჩი ვნახე მათი ჩატარებით, თუმცა ”რეალთან” დიდი კონკურენცია ექნებათ”.
”ვალენსიას” შესახებ კუმანი საუბრობს: ”სეზონი მათ კარგად დაიწყეს, მიუხედავად იმისა რომ დაკარგეს ვილია და სილვა. სეზონი გრძელია და მათ სათამაშო აქვთ ისეთ კლუბებთან, როგორიცაა ”ბარსელონა” და ”რეალი”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში