“მანჩესტერ სიტის” ბოსნიელი ფორვარდი, ედინ ჯეკო თვლის, რომ თავის კლუბს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში “ბარსელონა” დაამარცხოს.
“ბარსელონა” – ფავორიტია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ის თუკი ორ კარგ მატჩს ჩავატარებთ. ჩვენ კარგი გამოცდილება მივიღეთ გასულ სეზონში და შევეცდებით, რომ იმ შეცდომების შემცირება მოვახდინოთ, რომლებსაც ხშირად ვუშვებთ. მე მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ.” – განაცხადა, ჯეკომ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ამ გუნდების დაპირისპირება “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა.