workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფიგუ: “ბარსელონა ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში”

ფიგუ: “ბარსელონა ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიშ ფიგუმ თავის ინტერვიუში გაიხსენა 2001/2002 წლების ჩემპიონთა ლიგის საფინალო შეხვედრა; ასევე პორტუგალიელი “ბარსასაც” შეეხო. გთავაზობთ მის სრულ ინტერვიუს.

-რას გრძნობდით, როდესაც ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართეთ?
–იმ მომენტში ჩემი ოცნება ახდა. ყველა ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება კარიერის პიკია.

 

–და რა არის აუცილებელი ამ პიკის მისაღწევად?
–ამისათვის ბევრი რამ არის საჭირო. თქვენ უნდა თამაშობდეთ ძლიერ კლუბში, რომელსაც ყავს შესანიშნავი მწვრთნელი. გუნდში უნდა იყოს კარგი ატმოსფერო. ასევე რა თქმა უნდა აუცილებელია გამართლებაც. საბოლოოდ ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც ძნელია.
 

–თქვენ გყავთ სამი ქალიშვილი. გინდათ, რომ ისინი ფეხბურთელები გამოვიდნენ?
–გამეხარდებოდა, თუკი ისინი ამ სპორტით დაკავდებოდნენ. არჩევანი მათზეა. მე, როგორც მამა, ვეცდები ისინი სწორ გზაზე დავაყენო.
 

 

–თავის დროზე თქვენი “ბარსელონადან” “რეალში” გადასვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია…
-ჩემი სინდისი სუფთაა. მე “ბარსას” 5 წელი მივუძღვენი და გადავწყვიტე სხვა გუნდში გადავსულიყავი. კატალონიის დედაქალაქში ბევრი მეგობარი დამრჩა; ჩემმა ცოლმა იქ ქალიშვილი დაბადა. ეს შესანიშნავი ქალაქია, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში.
 

 

–”ინტერში” კარიერის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტეთ იქვე სამუშაოს დაწყება, რატომ?
–”ინტერშიც” დიდი დრო გავატარე. ამ გუნდმა ბევრი რამ მომცა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მის სტრუქტურაში სამუშაოს დაწყება. მე მილანელთა ელჩი ვარ და პასუხს ვაგებ ყველანაირ საგარეო მოლაპარაკებებზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში