workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ასულინი კარიერას “სიტიში” გააგრძელებს

ასულინი კარიერას “სიტიში” გააგრძელებს

“ბარსელონა ბ”–ს ფეხბურთელი, გაი ასულინი კარიერას ინგლისურ “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს, იტყობინება კატალონიური გამოცემა Sport. ქალაქელებს ებრაელი თავდამსხმელის გადაბირება ჯერ კიდევ ზაფხულში სურდათ, თუმცა ასულინმა ესპანეთში დარჩენა გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ მან მიიღო ტრავმა, რომლის მოშუშებასაც რამდენიმე თვე დასჭირდა. გასულ კვირას გაი ჩავიდა ინგლისში და გაიარა სამედიცინო შემოწმება. როგორც გაირკვა, მას კვლავ აწუხებს მუხლი, თუმცა ქალაქელებს მის ყიდვაზე აზრი არ შეუცვლიათ. “სიტის” ხელმძღვანელობა ებრაელ ფორვარდთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ასულინმა “ბარსა ბ”–ში 69 მატჩი ჩაატარა და მოახერხა 14 გოლის გატანა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward