workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია : “ვალენსიას” წყალობით მე დღეს “ბარსაში” ვარ

ვილია : “ვალენსიას” წყალობით მე დღეს “ბარსაში” ვარ

“ბარსელონას” თავმდამსხმელმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ ის არის გახარებული, რადგან მოუწევს თავის ძველ გუნდთან შერკინება.
დავიდ ვილიამ 5 სეზონი ითამაშა “ვალენსიას” შემადგენლობაში, ახლა კი “ბარსაშია” და მან მცირე ინტერვიუ მისცა “www.fcbarcelona.cat”-ს.

– რას გრძნობთ ? ფიქრობთ თუ არა “ვალენსიასთან” მატჩზე ?
– ეს არის რაღაც განსაკუთრებული. “ვალენსია” ეს ის გუნდია, რომელშიც მე ბედნიერი ვიყავი და იქ 5 წელი გავატარე. მახსოვს საინტერესო, ცუდი, კარგი და ზოგიც სასაცილო მომენტები და ძალიან გახარებული ვიქნები, როდესაც ყველა ძველ გუნდელს ვნახავ. მე ასევე მინდა “ვალენსიაში” თუნდაც ერთი დღით ჩასვლა, იქ მე ხომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს.
– და რა როლი ითამაშა “ვალენსიამ” შენს კარიერაში ?
– მე თამაში დავიწყე “სპორტინგში,” შემდეგ იყო “სარაგოსა,” ხოლო ამის შემდეგ– “ვალენსია”. მე ამ გუნდმა მომცა ყველაფერი, რაც მინდოდა. მასთან ერთად მე მოვხვდი ეროვნულ ნაკრებში, ვთამაშობდი “ჩემპიონთა ლიგაზე”, ვიბრძოდი პრესტიჟულ ტურნირებზე და ერთი მოვიგე კიდეც. ერთი სიტყვით ეს 5 წელი, როდესაც მე ამ გუნდში გავატარე იყო ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები. ახლა კი მე ამ გუნდის წყალობით “ბარსაში” ვარ.
– თუ თქვენ გაიტანეთ “ვალენსიას” კარში გოლი, აღნიშნავთ ამას ? 
– მე შევეცდები გავიტანო გოლი, რადგან მე პროფესიონალი ვარ, მაგრამ როგორც “სპორტინგთან” ზუსტად ისე მოვიქცევი თუ გოლის გატანა მოვახერხე.
– როგორც სჩანს, “ვალენსია” თქვენს, მარჩენასა და სილვას გარეშე დასუსტდა, მაგრამ ახლა ისინი პირველ ადგილზე არიან ესპანეთის “პრიმერა დივიზიონში,” რა შეგიძლიათ თქვათ მათ პირველ თამაშებზე ?
– “ვალენსია,” ეს არის დიდი და ძლიერი გუნდი. მათ შეიძლება გაუშვეს რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს მათ არ აშინებთ და ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. 
– ვიქტორ ვალდესი ისევ “ბარსას” კარებს დაიცავს და ამ სეზონში ის იქნება თქვენი პარტნიორი, ახლა თქვენ უკვე ერთ გუნდში თამაშობთ.
– დიახ, მართალია. ადრე ჩვენ ვიყავით ერთმანეთის მოწინააღმდეგები და მე მიწევდა მისთვის გოლის გატანა. ახლა ჩემს ადრინდელ კლუბში ძალიან კარგი თავმდამსხმელები ჰყავთ და ჩვენ მოგვიწევს ძალიან ფრთხილად ყოფნა. თამაში იქნება ძალიან საინტერესო და დაძაბული, ვალდესს გაუჭირდება კარების გოლის გაუშვებლად შენახვა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში