workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში ”სანაკრებოების” გარეშე

ვარჯიში ”სანაკრებოების” გარეშე

სამშაბთს ვარჯიშზე არ იმყოფებოდნენ ნაკრებში წასული ფეხბურთელები. ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო ძირითადი გუნდის ოთხმა და მეორე გუნდის ათმა ფეხბურთელმა. 13 ფეხბურთელი გაემგზავრა ნაკრებში სათამაშოდ, მათ შორის ტრავმირებული ადრიანო. მას ნაკრების ექიმები გასინჯავენ და გაარკვევნ შეძლებს თუ არა ის თამაშს. ვარჯიშზე იყვნენ პინტო, კეიტა, აბიდალი და მაქსველი. პედრო და ჩავი აგრძელებენ ტრავმის მოშუშებას.

10 ”ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელი
გუნდი ვარჯიშობდა მოედან №7 ”სიუდად დეპორტივოზე”, სადაც ხშირად ”ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელები ვვარჯიშობენ. ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს ”ბარსა ატლეტიკის” 10 ფეხბურთელი შეუერთდა. ესენი არიან: მასილი, სერხი გომესი, ორიოლ რომეუ, კარლეს პლანასი, ვიქტორ ვასკესი, ილიე, ტელიო, მარტი რივეროლა და რუბენ როჩინა. ფეხბურთელებმა ძირითადად ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეს. ვარჯიშს დაესწრო კარლეს რეკსაჩი.

2 დღე დასვენება
ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს 2 დღიანი დასვენება მისცეს. ვარჯიში განახლდება პარასკევს, 11 საათზე. გვარდიოლას განკარგულებაში პარასკევს იგივე ფეხბურთელები იქნებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში