workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენზემა: “იმედი გვაქვს, “ბარსა” პრიმერაში დარჩება”

ბენზემა: “იმედი გვაქვს, “ბარსა” პრიმერაში დარჩება”

მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფა, “ბარსელონამ” პრიმერა დივიზიონში თამაში უნდა განაგრძოს.

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, კატალონიაში, დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი ჩატარდება, რომელსაც ესპანეთის პარლამენტი უკანონოდ ცნობს. ესპანეთის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თუ კატალონია ესპანეთს გამოეყოფა, “ბარსელონა” პრიმერა დივიზიონში ვეღარ ითამაშებს.

“იმედი გვაქვს, რომ “ბარსელონა” ლა ლიგაში დარჩება. თუ კატალონიელები საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებენ, ეს უკვე სხვა საქმეა. თუმცა, მაინც ვიმედოვნებთ, რომ “ბარსა” პრიმერაში დარჩება. ლა ლიგას ეს გუნდი ჭირდება.” – განაცხადა ქარიმ ბენზემამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward