“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ლუკას მოურა აცხადებს, რომ მისი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, “ბარსელონასთან”, გამარჯვებისთვის ითამაშებს. შეხვედრა გაიმართება 30 სექტემბერს, ფრანგული კლუბის სტადიონზე.
“ამ სეზონში, პსჟ უფრო კომპაქტური და შეკრული გუნდია. წინა სეზონთან შედარებით, ჩვენ დიდი ცვლილებები არ გვქონია, მაგრამ გამოჩნდნენ ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელები. “ბარსელონასთან” მატჩი ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავიმარჯვოთ. საინტერესო იქნება მოედანზე ბრაზილიელების ხილვა, რომლებიც ევროპულ ჩემპიონატებში თამაშობენ. მოხარული ვიქნები “ბარსელონელ” მეგობრებთან შეხვედრით, მაგრამ მოედანზე ყველა საკუთარი კლუბის ინტერესებს დავიცავთ.” – განაცხადა ლუკას მოურამ.