არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ ნაკრებში ”ბარსას” სამი ფეხბურთელი გამოიძახა, ესენი არიან: ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო და გაბი მილიტო. არგენტინა 8 ოქტომბერს ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ. საეჭვო იყო მესის თამაში, მან ხომ ტრავმა მიიღო პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურის შეხვედრაში მადრიდის ”ატლეტიკოს” წინააღმდეგ, თუმცა საბედნიეროდ ლეო სრულიად გამოჯანმრთელდა და დღეს ”ბარსასაც” დაეხმარება სამი ქულის მოპოვებაში.

ბატისტამ არგენტინის ნაკრებში მესი, მასკერანო და მილიტო გამოიძახა
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


