როგორც თავდამსხმელმა, პედრომ აღიარა, რომ გუნდს არ ჰყოფნის სიზუზსტე ეპიზოდის დასრულების მომენტში. ის ამის გამო არ ღელავს, რადგან წინ კიდევ ბევრი შანსი იქნება მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრის. თავდამსხმელმა ისაუბრა ”რუბინთან” მატჩის შესახებ: ”ისეთი დაცვითი სტილის გუნდები, როგორიც ”რუბინია” რთული დასამარცხებელია. ძნელია ესეთი დაცვის გარღვევა. ძალიან კარგია, რომ ”ბარსა” მაინც ახერხებს ესეთი გუნდების დაცვის გარღვევას, მაგრამ დამამთვავრებელ ეპიზოდებში შეცდომებს ვუშვებთ”.
როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდა
პირველ ტაიმში პედროს ორი შესანიშნავი მომენტი ჰქონდა ”რუბინის” კარის დასალაშქრად, მაგრამ ის ოდნავ არაზუსტი იყო. ”ეს სეზონის დასაწყისია. ჩვენ არც გვიმართელბს და მოვიკოჭლებთ ეპიზოდის დასრულების მომენტში. მთვარია, რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, ვქმნით საგოლე მომენტებს და კარგად ვატარებთ მთლიან მატჩებს.
”მესი საუკეთესოა და ეს საკითხი არც განიხილება”
ცოტა ხნის წინ მესის ”ოქროს ბუცი” გადაეცა. პედრომ ისაუბრა მესის წარმატების ფორმულაზე. ”ის ძალიან ბევრს მუშაობს. ჩვენ ამას ვარჯიშებზე ვხედავთ. სულ მეტი სურს. ყოველთვის ეძებს ახალ მიზნებს”. პედრომ შეაქო თანაკლუბელი: ”ის მსოფლიოში საუკეთესოა და ეს საკითხი არ განიხილება. ჯერჯერობით არ არის ფეხბურთელი მსოფლიოში, რომლის შედარება მესისთან შეიძლება”.



