როგორც მოგეხსენებათ, 9 და 12 ოქტომბერს გაიმართება ევროპის 21 წლამდელ ფეხბურთელთა შესარჩევი ტურნირის მორიგი ტურები, სადაც მონაწილეობას ესპანელი ახალგაზრდებიც იღებენ. მათ შორის ოთხი “ბარსელონელია”…
ამ ორი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, ლუის მილიამ “ბარსას” 4 ფეხბურთელი გამოიძახა. პირველი გუნდიდან გამოძახებულები არიან ბოიან კრკიჩი და ხეფრენ სუარესი, ხოლო “ბარსას” მეორე გუნდიდან ტიაგო ალკანტარა და მეკარე რუბენ მინიო.
ეს მატჩები მხოლოდ დანიის საგზურისთვის ბრძოლა არაა, რომელიც 2011 წლის ივნისში გაიმართება. ესპანელი ახალგაზრდები შეეცდებიან, რომ შეძლონ და ლონდონის საგზურიც მოიპოვონ და 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი გულშემატკივრისა და მთელი მსოფლიოს წინაშე წარდგნენ.
“ბარსას” ტალანტების გარდა გამოძახებულები არიან შემდეგი ფეხბურთელები:
ბილბაო ატლეტიკი: ხოსე დომინგესი და ხავიერ მარტინესი.
ატლეტიკო მადრიდი: დე ხეა და ალვარო დომინგესი.
დეპორტივო: ადრიან ლოპესი და რუბენ პერესი.
ესპანიოლი: ვიქტორ რუის ტორე.
ხეტაფე: დანიელ პარეხო მუნიოზი.
მარსელი: ცეზარ ტანკო.
რეალ მადრიდი: სერხიო კანალესი.
მალიორკა: ემილიო ნსუე ლოპესი.
სევილია: დიეგო კაპელი.
ხიხონის სპორტინგი: ალბერტო ბოტია და რობერო სუარესი.
ვალენსია: ხუან მატა.
ვილიარეალი: დიეგო ვილიარი.
სარაგოსა: ანდერ ერერა აგუერა.