workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცნობილია რა უთხრა იბრამ რაიოლას ”ბარსადან” წასვლის წინ

ცნობილია რა უთხრა იბრამ რაიოლას ”ბარსადან” წასვლის წინ

გრძელდება საუბარი ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში გადასვლასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მან ”ბარსა” დატოვა. მისმა აგენტმა მინო რაიოლამ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ იტალიურ ჟურნალს, სადაც გაახმაურა იბრას ბოლო სიტყვები, სანამ ის კლუბს დატოვებდა. ”გთხოვ წამიყვანე აქედან, საშინლად მრცხვენია”- რაიოლას თქმით სწორედ ეს უთხრა მას ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. აგენტს კი უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა მოეძებნა ახალი კლუბი თავის კლიენტისთვის. ეს კლუბი კი ”მილანი” აღმოჩნდა, სადაც შვედი თავდამსხმელი თავის კარიერას განაგრძობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward