კატალონიური რადიოს “RAC-1″–ის ცნობით, რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის “ბარსელონაც”, დაინტერესებულია ხიხონის “სპორტინგისა” და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების მცველით, ხოსე ანხელით, რომელიც ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. მისი ყიდვის შემთხვევაში “ბარსას” მისი დაყენება მარცხენა მცველის პოზიციაზე მოუწევს.
ხოსე ანხელის შესაძლებლობებით დაინტერესდა რამდენიმე ევროპული კლუბი, მათ შორის ინგლისის “პრემიერ ლიგის” გუნდები, “ევერტონი” და “უიგანი”. “ბარსას” სწორედ ამ გუნდებთან მოუწევს ბრძოლა ამ ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელისთვის. მას “სპორტინგის” შემადგენლობაში 26 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი გოლი გატანილი.