workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნაცნობი შედეგი

”ბარსელონამ” სამი ცდიდან ვერ მოახერხა ყაზანის ”რუბინის” დამარცხება. ყაზანელებმა ”ბარსელონას” შინ 1 ქულა გაატანეს.

”რუბინი” – ”ბარსელონა” – 1:1

გოლები: ნობოა 30, ვილია 59.

”რუბინი”: რიჟიკოვი, კალეშინი, სალუქვაძე, ბოკეტი, სესარ ნავასი, ანსალდი, რიაზანცევი, მურავსკი, ნობოა (ნათხო 88), კარადენიზი (მარტინსი 64), კორნილენკო (სიბაია 62).

”ბარსელონა: ”ვალდესი, ალვეში, პუიოლი, პიკე, მაქსველი, მასკერანო (მესი 60), ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო, ვილია (ბოიანი 86).

გაფრთხილება: სალუქვაძე 40, პუიოლი 52, ანსალდი 74, სიბაია 80, პიკე 90+1.

მატჩი დაიწყო ”ბარსელონას” აუჩქარებელი შეტევებით. ისინი აკონტროლებდნენ ბურთს. ესპანელები არ უჩქარებდნენ ტემპს, რის გამოც ”რუბინმა” რამდენჯერმე შეტევაში წასვლა შეძლო. მოიპოვეს კუთხური, მაგრამ ამით არაფერი გამოვიდა. ”ბარსელონას” მატჩის დასაწყისშივე შეეძლო გოლის გატანა, როცა პედრო ვილიამ მეკარესთან პირისპირ დატოვა. რიჟიკოვი ამ დროს უძლური იყო. პედროს დარტყმული ძელს მოხვდა.

მატჩი მიმდინარეობდა ჩვეულ სტილში. ”ბარსა” უტევდა – ”რუბინი” თავს იცავდა. გოლის გატანის მომენტი გააფუჭა დავიდ ვილიამ. ამის შემდეგ შეტევაზე ”რუბინი” გადავიდა. მათი პირველი შეტევა უშედეგოდ დასრულდა. კალეშინის დარტყმული ვალდესის კარს დიდი მანძილით აცდა. მეორე შეტევისას საჯარიმოში შეჭრილი კალეშინი დანი ალვესმა წააქცია.

პენლის დასარტყამად მიდის კრისტიან ნობოა – დარტყმა და გოლი. ყაზანი ზეიმობს და ”რუბინს” ეძლევა დამატებითი მოტივაცია უფრო დაცვითი ფეხბურთი ითამაშოს. იყო საფრთხე, რომ ”ბარსელონა” გაბრაზდებოდა და შეტევას შეტევაზე განახორციელებდა, როგორც ეს ”პანათინაიკოსთან” მოხდა, თუმცა ეს არ მოხდა. ”ბარსელონას” თამაშში შეცდომებმა იმატა. პიკეს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მან ბურთს ფეხი ვერ მოარტყა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ბრწყინვალე მომენტი გააფუჭა პედრო როდრიგესმა. საგოლედ მას ისევ ვილიამ უპასა.

ტაიმის ბოლოს ისევ ყაზანელებმა შეუტიეს. ნობოამ საშუალო დისტანციიდან დაარტყა – ვალდესი ადგილზეა. პირველი ტაიმი ამით დამთავრდა. ”ბარსელონა” წააგავდა გამოუძინებელ მონსტრს, რომლის გაღვიძება რუსეთში არავის სურდა.

შესვენების შემდეგ ”ბარსამ” ტემპს მოუმატა. ”რუბინის” დაცვამ შეცდომებს მოუმატა. ყაზანელებს ამოსუნთქვის საშუალება კარადენიზის კონტრშეტევისას მიეცათ. კარადენიზი პუიოლმა წააქცია და ყვითელი ბარათიც მიიღო. ”ბარსელონა” აგრძელებდა ზეწოლას და სახიფათო მომენტის შექმნას მაინც იმსახურებდა. და ეს მომენტი ანდრეს ინიესტამ შექმნა. ის შეიჭრა საჯარიმოში და სალუქვაძისგას ფეხებში დარტყმა მიიღო. თურქმა მსაჯმა პენალტი დანიშნა. ვილიამ მისგან მარჯვენა კუთხეში დაარტყა და გოლი გაიტანა.

ეხლა უკვე სიტუაციის მაკონტროლებლები კატალონიელები იყვნენ. ყაზანური კლუბი ვეღარ თამაშობდა გამართულად. ისინი ფიზიკურადაც მოიკოჭლებდნენ. ფრე მათთვის მისაღები შედეგი იყო. ბოლოს ”ბარსას” არ ეტყობოდა, რომ მოგება სურდა. ”რუბინს” ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მარტინსის დარტყმული ძელს მოხვდა. ”ბარსამ” სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ინიესტას დარტყმულით უპასუხა. ანდრესის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

მატჩის გმირი. ყურბან ბერდიევი

მწვრთნელს, რომელსაც ”ბარსელონასთან” სამ მატჩში წაგება არ აქვს გმირული საქმეა. ბერდიევმა შეძლო და გუნდი ისე ათამაშა, რომ ”ბარსელონამ’ თავისი ფეხბურთი ვერ ითამაშა. ”რუბინს” მატჩის მოგებაც შეეძლო. ბერდიევმა შეძლო და გვარდიოლა თავის ვარვსკლავებით მესამეჯერ გაამწარა.

მატჩის იმედგაცრუება. დაკარგული ქულები

სიმართლე რომ ვთქვათ ფრე სამართლიანი შედეგია. ”რუბინს” იღბალი რომ ჰქონოდა ამ თამაშის მოგებაც შეეძლო. რასაც მთელი ღამე ყაზანში ზეიმი მოჰყვებოდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში