workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ბერდიევზე, არშავინსა და ”სპარტაკზე”

გვარდიოლა ბერდიევზე, არშავინსა და ”სპარტაკზე”

– შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაში თქვენ სახლში მხოლოდ ერთი მატჩი წააგეთ – ”რუბინთან”. რამდენი უცენზურო სიტყვა იხმარეთ ამ მატჩში?

– ძალიან ემოციური და იმპულსური ადამიანი ვარ. ვბრაზდები თუ რაიმე ცუდად კეთდება. უცენზურო სიტყვებსაც ვხმარობ ხოლმე. მე კარგად გაზრდილი ვარ. თუ ვბრაზდები, მხოლოდ სათადარიგო სკმათან ვხმარობ უცენზურო სიტყვებს.

– თქვენ იცით, რომ ”რუბინი” ”ბარსელონას” მსგავსად ამ ზაფხულს ტრანსფერებში დახარჯული თანხის რაოდენობით ხუთეულში შევიდა?

– ეტყობა, რომ რუსულ ფეხბურთში ფინანსებმა მოიმატა. ეს მხოლოდ რეიტინგია და მეტი არაფერი. ამას ლიგაზე ”რუბინის” შედეგები დაგვანახებს.

– ”რუბინს” ძალიან ძლიერი მწვრთნელი ყავს. თქვენ შეძლებდით მის მსგავსად ყინვაში სტადიონზე მხოლოდ პიჯაკით გამოსულიყავით?

– სიცივე – ესპანური გუნდების ნამდვილი მტერი. მე ვერ ვიტან სიცივეს. თუ კიდევ მოვხვდები ყაზანში, თბილად ჩავიცვამ. იმედია მოედანზე არ გავცივდები.

– რუსეთში არის მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი, რომელსაც ”რუს მოურინიოს” უწოდებენ. თქვენ რომელ ესპანელ მწვრთნელს შეადარებდით ბერდიევს?

– ”რუბინის” მწვრთნელი მე დიდ ტაქტიკოსად მიმაჩნია. მან იცის როგორ უნდა ათამაშოს გუნდი. ძნელია თქვა რომელ ესპანელ მწვრთნელს ჰგავს ბერდიევი… ალბათ ყველაზე უფრო ის კიკე ფლორესს და უნაი ემერის ჰგავს.

– ნახეთ გოლი, რომელიც ”რუბინის” მეკარემ სერგეი რიჟიკოვმა 70 მეტრიდან გაუშვა?

– იმ ბრწყინვალე გოლის შესახებ მელაპარაკეს. ვიცი, რომ ”ბარსას” უფრო შორი მანძილიდან აქვს გოლი გაშვებული.

– ანდრეი არშავინი არასდროს მალავდა, რომ მას ”ბარსელონაში” თამაში სურდა. დღევანდელ დღეს, თქვენ ხედავთ მის ადგილს გუნდში?

– ბევრი ფეხბურთელი ამბობს, რომ ”ბარსელონაში” თამაში სურს. მე მათი ბრწინვალედ მესმის. ”ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენთან ბევრისთვის ადგილი არ მოიძებნება. არ არის კარგი, რომ გყავდეს ბევრი ფეხბურთელი და ბევრი მათგანი მთელი სეზონი სათადარიდო სკამზე იჯდეს. ეს ფეხბურთელისთვის ცუდია. ასევე გუნდისთვის. არშავინი ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა ძირითადში ადგილს მე მას ვერ შევპირდებოდი.
– როცა ნახეთ ხუმრობა, რომ ფაბრეგას ”ბარსელონას” მაისური ჩააცვეს, გინდოდათ რომ მას ეს მაისური სამომავლოდ მოერგო?

– ფაბრეგასთან მოლაპარაკებებს კლუბი აწარმოებდა და არა მე. მე მინდოდა მასთან საუბარი, მაგრამ ვერ შევძელი. ეს საკითხი ჩემთვის დახურულია. ფაბრეგასმა გადაწყვიტა ლონდონში დარჩენა.

– ამ სეზონში თქვენ ჟოზე მოურინიოს ”რეალს” შეხვდებით. მზად ხართ მოურინიოს პროვოკაციებისთვის?

– მოურინიო ჩემპიონთა ლიგის მფლობელი მწვრთნელია. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მადრიდის ”რეალი” მას ახალ სტიმულს მისცემს. აქ თამაშის სხვა სტილია. მე ვამზადებ ფეხბურთელებს მისი გამონათქვამებისთვის, რომ მას ყურადღება არ მიაქციონ. ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მაგრამ ურთიერთობის ასეთი სტილი მე არ მჩვევია.

– როგორ მიულოცეს ”ბარსელონაში” მსოფლიოს ჩემპიონებს წარმატება?

– ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი იყო და ეს ფინალშიც დაამტკიცა. მე გამაკვირვა ჰოლანდიამ – ცუდის მხრივ. მათ ძალიან გამაკვირვეს. მათგან მეტს მოველოდი. გამიხარდა ესპანეთის ჩემპიონობა და მით უფრო, იქ ჩემი ფეხბურთელების წარმატება. ეს აუხსნელი ემოციაა.

– იცით, რომ მოსკოვის ”სპარტაკის” ფეხბურთელებისთვის ”ბარსელონა” ეტალონია. რას ურჩევდით ”სპარტაკის” მწვრთნელს, ვალერი კარპინს?

– გუნდები ცდილობენ ”ბარსას” მსგავსად ითამაშოს. ყველას ეს არ გამოსდის. პირველ რიგში, ჩვენ სხვა ფეხბურთელები გვყავს. საჭიროა ადამიანური დისციპლინა. ჩვენ ვთამაშობთ ავტომატურად, ისე, რომ არ ვუყურებთ ბურთს. ყველა სქემა ავტომატურამდე დაგვყავს. ეს დიდი მუშაობის შედეგია. წარმატებას ვუსურვებ კარპინს.

– ”ბარსელონაში” თქვენ ურთიერთობა გქონდათ იგორ კორნეევთან. გახსოვთ ის? ადავნებთ თვალს მის კარიერას?

– რა თქმა უნდა, მახსოვს იგორი. ახლა მის შესახებ არაფერი ვიცი. ვიცი, რომ რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მოღვაწეობდა.

– ”ბუნედკორში” თამაშობდა ”ბარსელონას” ვარვსკლავი რივალდო. გეძახდათ ”ბუნედკორი” მთავარ მწვრთნელად? რა თანხის სანაცვლოდ წახვიდოდით იქ სამუშაოდ?

– ყველა ჩემი ფიქრი ”ბარსელონას” უკავშირდება. ვიცი, რომ არიან კლუბები, რომლებსაც ჩემი გადაბირება სურთ. ”ბუნედკორი”? მათ შესახებ არაფერი მსმენია. როცა გუნდს ვწვრთნი, ფულზე არ ვფიქრობ. ბევრი სხვა მოტივიც მაქვს, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– ჩავი და ინიესტა. ორი ადამიანი, რომლის გარეშე ”ბარსა” ამდენ ტიტულს ვერ მოიგებდა. ასევე ესპანეთის ნაკრებიც. არ აპირებთ მათთან სამუდამო კონტრაქტის გაფორმებას?

– ჩავი და ანდრესი – ბარსელონისტები ხორცით და ძვლით. ისინი გუნდის პატრიოტები არიან. ვიცი, რომ ისინი გუნდიდან არასდროს წავლენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward