workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer პედრი 79'sports_soccer იამალი 84'sports_soccer
“ბარსელონას” განცხადება

“ბარსელონას” განცხადება

“ბარსელონას” გენერალური დირექტორი ანტონი როსიჩი მოქმედებს, როგორც კლუბის კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოში. როსიჩმა ესპანეთის ეროვნულ სასამართლოში შეიტანა განცხადება ნეიმარის ტრანსფერზე.

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა და კლუბის აუდიტორების წარმომადგენელმა ასევე წარადგინეს დეკლარაციები სასამართლოში.

“ბარსელონას” გენერალური დირექტორი თავის ჩვენებაში დაეთანხმა სანდრო როსელის განცხადებას, რომლის მიხედვით, კონტრაქტი სწორად იყო შედგენილი და რომელიც უარყოფს რაიმე ფორმით სახელშეკრულებო მანიპულაციას ან სიმულაციას.

სანდრო როსელმა და ანტონი როსიჩმა დაადასტურეს, რომ არც კლუბის სპორტულმა ვიცე-პრეზიდენტმა და არც ეკონომიკის ვიცე-პრეზიდენტმა არ მიიღეს მონაწილეობა კონტრაქტის დეტალების შედგენასა და ტრანსფერის მოლაპარაკებებში. როსელისა და როსიჩის განცხადებით, ტრანსფერის გარკვეული ვითარებებისა და ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბების მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესის გამო, “ბარსელონას” დასჭირდა მაქსიმალური სიფრთხილითა და კონფიდენციალურობით მოქმედება.

“ბარსელონა” თავდაჯერებით მოელის, რომ  ყველა ეს დეკლარაცია დაეხმარება იმ ფაქტის დადგენას, რომ ყველა მომენტში კლუბი სწორად მოქმედებდა მთელი სატრანსფერო პროცესის განმავლობაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward