ესპანუმა Marca-მ ჩაატარა გამოკითხვა თავის მომხმარებლებთან, რათა გაერკვიათ რამდენად სამართლიანი იყო ”სან მამესზე” ადნრეს ინიესტას მისამართით სტვენა. შეგახსენებთ, რომ მატჩის დროს ანდრეს ინიესტას წინააღმდეგ უხეშად ითამაშა ესპანელმა ფეხბურთელმა, ფერნანდო ამორებიეტამ, რის გამოც მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა. ბასკური გუნდის გულშემატკივრებმა ჩათვალეს, რომ ინიესტას მხრიდან ადგილი ჰქონდა სიმულაციას და დაიწყო მისი მისამართით სტვენა. მატჩის შემდეგ ბილბაოს ”ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ხუაკინ კაპაროსმა განაცხადა: ”თუკი 40 000 ადამიანი ანდრეს ინიესტას უსტვენს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოხდა”.
რაც შეეხება გამოკითხვას, 64.5% თვლის, რომ ანდრეს ინიესტა სტვენას არ იმსახურებდა. მხოლოდ 35.5%-მა მიიჩნია გულშემატკივრების საქციელი სამართლიანად.

ესპანური ინჩადა ინიესტას იცავს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


