workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფისეული მესი

კრუიფისეული მესი

ამ სიასხლეში შემოგთავაზებთ ლეგენდარული იოჰან კურიფის ყოველკვირეულ სტატიას, რომელსაც გამოცემა “El Periodico”-სთვის წერს. ამ სტატიაში იგი მთელ ყურადღებას არგენტინელ ლეო მესიზე ამახვილებს.

კრუიფისეული მესი

“ოქროს ბურთი” – პრიზი წლის საუკეთესო მოთამაშისთვის – ჩვეულებრივ ეს არის დისკუსიის ერთ–ერთი მთავარი საგანი. ადრე ხმის მიცემა მხოლოდ ჟურნალისტებს შეეძლოთ, ხოლო ახლა ჟურნალისტების გარდა ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებსა და კაპიტნებს. რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრი არსებობს და ასე, რომ ხმები მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე არ გადანაწილდება. არც ეს წელი იქნება გამონაკლისი. სხვა მხრივ, “ოქროს ბუცი” – ეს არის პრიზი, რომელიც გადაეცემა იმ ფეხბურთელს, რომელიც ევროპულ ლიგებში ყველაზე მეტს გაიტანს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ყველაზე ინდივიდუალური პრიზი, მაგრამ ამ წელს ეს პრიზი ლეო მესის გადაეცა. ასე, რომ ინდივიდუალურზე მეტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კოლექტიური უფრო იყო.

რა თქმა უნდა იგი ამას იმსახურებს! 34 გოლი – ეს ხომ შესანიშნავი შედეგია. ჩემთვის ეს პრიზი მთელი გუნდისთვისაა განკუთვნილი, რადგანაც ყველას კარგად მოეხსენება თუ როგორ გოლებს იტანს ლეო მესი. “ბარსას” სტილი და ფიოლოსოფია ლეოს აძლევს შანსს გაიტანოს ბევრი გოლი. ეს მე აღმაფრთოვანებს.

შესახედავად პატარა და სუსტი, მაგრამ სწრაფი ყველგან და ყველაფერში. შეუცდომელი? არავინ არ არის, მაგრამ შეხედეთ მას და შემდეგ დაასახელეთ მისი სუსტი წერტილი. მას ყველგან თამაში შეუძლია. საკუთარი სისწრაფის ხარჯზე ახერხებს და მეორე სართულზე ორთაბრძოლებსაც კი იგებს. მას შეუძლია ძალიან მაღლა ახტობა და თავით თამაში. გავიხსენოთ რომის ფინალი, ის ძალიან მაღლა აფრინდა და ყველამ კარგად ნახა, რაც მოხდა. ეს მხოლოდ ერთ–ერთი მაგალითია.

მესი დაჯილდოვებულია ინდივიდუალური თამაშის ნიჭით. მას კიდევ მრავალჯერ შეუძლია ეს პრიზი აიღოს, მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ იქნება. მე ვიცი, რომ მე შემიძლია ჩემი შექმნილი ეპიზოდიდან გავიტანო გოლი, მაგრამ ყველაფრის მარტო გაკეთება ხომ შეუძლებელია. თუ ადრე ლეოს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ახლა მისდამი ყურადღება უფრო მეტადაა გაზრდილი. არავინ აპირებს დაუტოვოს ფართო ადგილი ფეხბურთელს, რომელმაც 38 მატჩზე ნაკლებში 34 გოლის გატანა შეძლო!

საღი აზრი

ახლა მთავარია მესიმ, რაც შეიძლება მალე მოიშუშოს ტრავმა და დაგვიბრუნდეს, მაგრამ ცოტა ფიქრიც საჭიროა. ლეოს ტრავმა ბოლომდე არ მოუშუშებია, რაც მას თამაშისას პრობლემებს შეუქმნის. ყაზანში მისი თამაში არ შეიძლება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი. რისკზე წასვლა არ ღირს, რადგანაც შეიძლება ლეომ ტრავმა გაირთულოს, რამაც შესაძლოა მის კარიერაზეც იმოქმედოს. რისკი საჭიროა მაშინ, როდესაც გუნდს დახმარება სჭირდება. ასევე არ არის აუცილებელი, რომ მესიმ სანაკრებო მატჩი გამართოს იაპონიის ეროვნული ნაკრები წინაამღდეგ. ეს მატჩი ხომ ფინალის ტოლფასი არაა? ახლა მთავარი მკურნალობაა.

“ბარსას” ყაზანში თამაში და გამარჯვება მესის გარეშეც შეუძლია, როგორც არგენტინას შეუძლია გამარჯვება მესის გარეშე იაპონიის ნაკრებთან. მე ვხვდები, რომ მაგალითისთვის ინიესტა, ძალიან დიდ რისკზე წავიდა, როდესაც იგი რომის ფინალში სათამაშოდ გამოვიდა, მაგრამ ეს ხომ სეზონის უდიდესი მოვლენა იყო. ყაზანში მატჩი კი უბრალოდ რიგითია და მეტი არაფერი. ანდრესმა თასის აღმართვა შეძლო, მაგრამ რის ფასად? ამის ანაზღაურება მას მთელი ზაფხული მოუწია. ახლა რისკის დრო ნამდვილად არ არის.

წინა სტატიები:
“კრუიფის ფილოსოფია”
“ამბები, რომლებსაც ცუდი შედეგები მოაქვთ”
“კრუიფის განხილვა”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში