“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ალექსის სანჩესზე ისაუბრა, რომელიც ოფიციალურად უკვე ლონდონური კლუბის ფეხბურთელია.
“როგორც ბევრმა მსოფლიო ჩემპიონატზე იხილა, ალექსისი – ფანტასტიკური ფეხბურთელია და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენთან მოვიდა.
სანჩესი ჩვენს შემადგენლობას ძალისხმევას, კრეატიულობასა და მაღალ კლასს შემატებს. ის მუდმივად აჩვენებდა მაღალ სათამაშო დონეს უკვე მრავალი სეზონის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ “არსენალის” ყველა გულშემატკივარი, ისევე როგორც მე, ამ ტრანსფერს მიესალმება.” – აცხადებს ვენგერი.