workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია “ბარსა” ყაზანში გაფრინდა. გუნდთან ერთად იმყოფება არგენტინელი ლეო მესი და ასევე ფრანგი ერიკ აბიდალი, რომელმაც პირადი მიზეზების გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა…

დღეს “ბარსა” ყაზანში გაფრინდა! გუნდს შეურთდა არგენტინელი ლეო მესი, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. მას ჯერაც არ მიუღია მედიკოსებისგან თამაშზე თანხმობა. ასე, რომ ოთხშაბათს მისი მოედანზე ხილვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ასევე გუნდს შეურდა ერიკ აბიდალიც, რომელსაც პირადი მიზეზების გამო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა. არ ითამაშებს “ბარსას” ახალწვეული, ადრიანო კორეია, რომელმაც ბოლო მატჩში, “ბილბაოსთან” მცირე ტრავმა მიიღო. ბოლო თამაშის მსგავსად გუნდში გამოძახებულია “ბარსა ატლეტიკის” ერთ–ერთი ლიდერი, ტიაგო ალკანტარა.

“ბარსას” სრული განაცხადი ასეთია: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, პუიოლი, მაქსველი, აბიდალი, ბუსკეცი, მასკერანო, კეიტა, ჩავი, ინიესტა, ტიაგო, პედრო, ხეფრენი, ბოიანი, ვილია და მესი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში