ესპანური ”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ არაა საჭირო ჩემპიონთა ლიგაზე ყაზანის ”რუბინის” წინააღმდეგ ლეო მესის თამაში. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ლეგენდა ფიქრობს, რომ რეციდივის რისკი ძალიან დიდია.
იოჰან კრუიფი: ”არა მგონია, რომ აუცილებელი იყოს ლეო მესის თამაში ყაზანის ”რუბინის” წინააღმდეგ. ეს არც ისე მნიშვნელოვანი თამაშია, რომ რისკზე წავიდეთ. რისკზე წასვლა შეიძლება მხოლოდ რთული მატჩების წინ. იგივე შემიძლია ვთქვა არგენტინა – იაპონიის ამხანაგურ თამაშზე, რომელიც 8 ოქრომბერს გაიმართება. ახალი ტრავმა შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს და ლეო დიდი ხნით დაგვაკლდეს. ამან შეიძლება მის საფეხბურთო კარიერაზეც იმოქმედოს”.


