workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო კორეია ”რუბინთან” ვერ ითამაშებს

ადრიანო კორეია ”რუბინთან” ვერ ითამაშებს

ესპანური ”ბარსელონას” ფეხბურთელი, ადრიანო კორეია ტრავმის გამო გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის მატჩს ყაზანის ”რუბინის” წინააღმდეგ. ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში, ბილბაოს ”ატლეტიკის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო. ადრიანო მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. სამედიცინო შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ ადრიანო უახლოეს მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელი მწვანე მინდორს პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის მატჩში დაუბრუნდება. შეგახსენებთ, მეექვსე ტურში ”ბარსელონა” ”ნოუ კამპზე” ”მალიორკას” მასპინძლობს.
რაც შეეხება ლეო მესის, ის განაგრძობს ინდივიდუალურად ვარჯიშს. არაა გამორიცხული, ლეო ყაზანში გუნდთან ერთად გაემგზავროს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში