სეიდუ კეიტა
”ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია. ძალიან კარგია, რომ ნახევარმცველებს შეუძლიათ გოლის გატანა. მნიშვნელოვანი იყო ”სან მამესზე” გამარჯვება, ჩვენ წინ რთული სეზონი გველის. გუნდი კარგ ფორმაშია. ძალიან გვაკლდა ლეო მესი. ანდრეს ინიესტა – ბრწყინველე ადამიანი და ბრწყინვალე ფეხბურთელი. იმ ეპიზოდზე მსჯელობა დიდხანს იქნება, რადგან ხალს იმ ეპიზოდში ჯარიმა არ ეგონა”.
დანი ალვესი
”ძალიან რთული მატჩი ჩავატარეთ. ბასკები მთელი მატჩის განმავლობაში პრესინგს თამაშობდნენ. ჩვენ გვაქვს თამაშის საკუთარი ფილოსოფია და მასთან ერთად მოვკვდებით”.
ვიქტორ ვალდესი
”ჩვენ ვიცოდით, რომ გვქონდა შანსი ”რეალისთვის” გადასწრების და ეს შანსი გამოვიყენეთ. მატჩები ”ატლეტიკსა” და ”ბარსელონას” შორის ყოველთვის დაძაბული და სანახაობრივი გამოდის. ეს განსაკუთრებული მატჩებია. ეს თამაშები გვამახსოვრდება თავისი სილამაზით”.



