როგორც მოსალოდნელი იყო, “ბარსელონა”, შაბათს, 2 აგვისტოს, “ნიცას” დაუპირსიპირდება. შეხვედრა გაიმართება “ალიანც რივიერაზე”, რომელიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა და 36178 მაყურებელს იტევს.
ეს შეხვედრა, “ბარსელონასა” და “ნიცას” შორის იქნება მესამე ისტორიაში. აქამდე, ეს გუნდები პირველად ერთმანეთს 1951/52 სეზონში დაუპირისპირდნენ, ლათინური თასის ფინალურ მატჩში, რომელშიც გამარჯვება “ბარსას” (1-0) დარჩა. 41 წლის წინ კი, უეფას თასის ამავე ეტაპზე, “ბარსელონამ”, ჯერ კიდევ ფრანგული კლუბის ძველ სტადიონზე “სტად დიუ რეიზე”, “ნიცასთან” მეორე მატჩი გამართა, რომელშიც კატალონიური კლუბი დამარცხდა, ანგარიშით 3:0. ამჯერად, მატჩი გაიმართება “ალიანც რივიერაზე”, რომელიც 2013 წლის 22 სექტემბერს გაიხსნა.
ამ სტადიონზე, აღნიშნული ამხანაგური მატჩი იქნება მეორე, მას შემდეგ, რაც 1 ივნისს, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა პარაგვაისთან მატჩი გამართა. “ალიანც რივიერა” არა მხოლოდ ინაწილებას სპონსორობას მიუნხენის “ბაიერნის” “ალიანც არენასთან”, არამედ საოცრად ჰგავს მას სტრუქტურით.
საფეხბურთო კლუბი “ნიცა” 1904 წელს დაარსდა. კლუბის ანგარიშზე, საფრანგეთის პირველ დივიზიონში, 3 ჩემპიონატი და 3 საფრანგეთის თასია. ამჟამად, “ნიცა” შედის, საფრანგეთის მთავარი პროფესიული საფეხბურთო ტურნირის, ლიგა1-ის 20 საუკეთესო კლუბის რიცხვში.
“ბარსელონასა” და “ნიცას” შორის დასასწრებ მატჩზე ბილეთების გაყიდვა გაგრძელდება ორშაბათამდე, 16 ივნისამდე (14:00). ბილეთების ღირებულება 25 ევრდან იწყება. მისი შეძენა შეგიძლიათ სტადიონის ოფიციალური ვებ-გვერდის, www.allianz-riviera.fr-ის მეშვეობით.
“ნიცა” – მეორე მოწინააღმდეგე წინასასეზონო მოზადების ფარგლებში. მანამდე, 23 მაისს გამოცხადდა, რომ “ბარსელონა”, 9 აგვისტოს, ამხანაგურ მატჩს გამართავს “ჰელსინკთან”.