workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუენკა: „არ ვიცი, დავრჩები თუ არა „ბარსელონაში“

კუენკა: „არ ვიცი, დავრჩები თუ არა „ბარსელონაში“

“ბარსელონას” თავდამსხმელი ისააკ კუენკა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მიმდინარე სეზონში, ფეხბურთელს, პირველი გუნდის შეამდგენლობაში, არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.

“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ “ბარსელონაში” თამაში ძალიან რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრავმა გქონდა. ბუნებრივია, მე ძალიან მეწყინა, რომ, “ბარსელონას” შემადგენლობაში, ამ სეზონში, მოედანზე ვერ გავედი. მაგრამ, მეორე მხრივ, სამწვრთნელო შტაბის პოზიცია მესმის: გუნდი იბრძვის ტიტულისთვის და არავის სურს გარისკვა.

ჩემი კონტრაქტი კლუბთან ძალაშია ჯერ კიდევ ერთი სეზონი, მაგრამ, არ ვიცი, დავრჩები თუ არა “ბარსელონაში”. მე მსურს თამაში.” – განაცხადა კუენკამ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward