მადრიდის “რეალის”, “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, მიკელ სოლერმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა, რომლის დასრულებამდე მხოლოდ 2 ტური რჩება.
“ბარსელონა” – ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტია, თუმცა “ატლეტიკოსაც” შეუძლია ჩემპიონობა მოიპოვოს, იმ შემთხვევაშიც, თუ ორ ფრეს ითამაშებს. ჩემი გული ორად იყოფა, რადგან ერთმანეთს ის ორი გუნდი უპირისპირდება, რომლებმაც ფეხბურთში ყველა შესაძლებლობა მომცეს.” – განაცხადა, სოლერმა.