“ხეტაფესთან” გასამართი მატჩი “ბარსელონასთვის” და მისი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით ემოციური იქნება. ესაა “კამპ ნოუზე” გამართული პირველი თამაში მას შემდეგ, რაც “ბარსას” ყოფილი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა გარდაიცვალა.
ბუნებრივია, თამაში წუთიერი დუმილით დაიწყება. გარდა ამისა, სტადიონზე ნაჩვენები იქნება ტიტო ვილანოვასადმი მიძღვნილი ვიდეო, ხოლო ტრიბუნებზე ბანერი იქნება გამოკიდებული.
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ფეხბურთელები სპეციალურად ამ მატჩისთვის შეკერილი მაისურებით ითამაშებენ. “ბარსას” მოთამაშეების ფორმებზე იქნება წარწერა Tito, per sempre etern (ტიტო, სამუსამოდ უკვდავი).