“ბარსელონას” ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელი ლიონელ მესი უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე “რეალის” თავდამსხმელები გარეთ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ.
“მე კარგად ვიცნობ ბეილს: ის საოცარია. გარეთი ერთ-ერთი მოთამაშეა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელებიდან. მას აქვს დიდი პოტენციალი, ამ სეზონში ის ძალიან კარგად გამოიყურება.
რაც შეეხება რონალდუს, მე ვეთანხმები იმას, რომ ის ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მაგრამ, ამავე დროს, შემიძლია ვთქვა, რომ მე ყოველ დღე ვვარჯიშობ მესისთან ერთად. ჩემთვის ის ბეილსა და რონალდუზე უკეთესია.” – განაცხადა ნეიმარმა.