workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დატვირთული განრიგი

დატვირთული განრიგი

“ბარსას” პირველი გუნდისთვის ეს რამდენიმე დღე ძალიან დატვირთული იქნება. მადრიდში სტურმობის შემდეგ მათ 2 ლიგის მატჩისა და 1 “ჩემპიონთა ლიგის” მატჩის გამართვა მოუწევთ…

მომდევნო ათი დღის განმავლობაში “ბარსას” სამი მატჩის გამართვა მოუწევს. “ბარსას” მეტოქეები იქნებიან: ხიხონის “სპორტინგი”, ბილბაოს “ატლეტიკი” და ყაზანის “რუბინი. ასევე ძალიან დატვირთულია სავარჯიშო ცხრილიც. ფეხბურთელებს დასვენება თითქმის არ უწევთ.

“ბარსა” პირველ მატჩს ოთხშაბათს, ბარსელონაში, ხიხონის “სპორტინგთან”, ესპანეთის დროით 20.00 საათზე და თბილისის დროით 22.00 საათზე გამართავს. ამ მატჩისთვის მზადება დღეს დაიწყო და ხვალ, 11 საათიდან “სიუტატ ესპორტივაზე” გაგრძელდება.

ხიხონის შემდეგ გუარდიოლას გუნდი ბილბაოში გაემგზავრება, სადაც მატჩს “ატლეტიკთან”, “სან მამესზე” გამართავს. ამ მატჩისთვის “ბარსა” ვარჯიშს ხუთშაბათსა და პარასკევს გამართავს. ორშაბათს კი კატალონიელები ბასკებს ესტუმრებიან…

ორშაბათს გუნდი რუსეთში გაფრინდება, სადაც “ჩემპიონთა ლიგის” მეორე მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. კატალონიელებს “რუბინთან” თამაშისთვის მოსამზადებლად 2 დღე ექნებათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward