ტიტო ვილანოვა იყო “ბარსელონას” აღზრდილი, მოასწრო რა სხვა 7 კლუბში თამაში და 2003 წელს დაიწყო სამწრვთნელო კარიერა.

ბედისწერამ და საქმიანობამ ვილანოვა და გუარდიოლა უმალვე დააახლოვა ერთმანეთთან და დიდი ხნის მანძილზე არ განუყრია ერთმანეთისაგან. თავიდან ტიტო ეხმარებოდა გუარდიოლას დუბლების გაწვრთნაში, ხოლო შემდეგ ორივე ერთად გადავიდა პირველ გუნდში, რათა მოეგოთ უამრავი ტიტული და “ბარსასთან” ერთად გაეტარებინათ ამ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი.

სამწუხაროდ 2012-შუ გუარდიოლამ გადაწყვიტა წასვლა და ვილანოვა დარჩა მარტო, ახლა უკვე “ბარსელონას” პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელად.

ვილანოვას როლს, გუარდიოლას დამხმარედ, ყველა ხაზს უსვამდა და აფასებდა. ახლა კი დადგა დრო თავის წარმოჩენისა უფრო მაღალ რანგზე, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით.
ჯერ კიდევ დუბლებში მოუწია ვილანოვას მესისთან მუშაობა და სწორედ მაშინ სცადა მისი დაყენება ცენტრ ფორვარდად.
2011 წლის ზაფხულში, ჯერ კიდევ გუარდიოლას თანაშემწედ მუშაობისას ჟოზე მოურინიოსა და ტიტო ვილანოვას შორის მოხდა კონფლიქტი. შემდეგ იყო შერიგება და დღეს უკვე მოურინიომ მწუხარება გამოთქვა მთელი “ჩელსის” სახელით ტიტოსადმი. ასევე მწუხარება გამოთქვეს მადრიდის “რეალის” და სხვა გრანდების ფეხბურთელებმაც.

2012 წლის ოქტომბერი. ვილანოვა კვლავ წვრთნის “ბარსელონას”, თუმცა არ იცის, რომ სიმსივნე, რომელზეც ერთი წლის წინ იმკურნალა, რამოდენიმე კვირაში კვლავ შეახსენებს თავს მის ჯანმრთელობას.
2013 წლის ზამთარში ვილანოვა იძულებული გახდა დაეტოვებინა კლუბი ხორდი როურასათვის და თვითონ წავიდა სამკურნალოდ ნიუ იორკში. ჯერ კიდევ მაშინ მას მხარაჭერა არამარტო “ბარსელონამ”, არამედ მთელმა საფეხბურთო სამყარომ გამოუთქვა.

2013 წლის გაზაფხულზე ვილანოვა გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
ტიტო ვილანოვა და ერიკ აბიდალი. ერთმა შეძლო დაავადების დამარცხება, მეორე კი დაავადებამ დაამარცხა…
სეზონის ბოლოს ვილანოვა იძულებული გახდა დაეტოვებინა პოსტი და წასულიყო კლუბიდან. დაავადებამ მას მეტის საშუალება აღარ მისცა. ის უბრალოდ ვეღარ უმკლავდებოდა ვარჯიშებს.
2013 წლის ზაფხულში დაავადებამ ტიტოს წაართვა ფეხბურთი.
ხოლო 2014 წლის გაზაფხულზე სიცოცხლე…
ტიტო სულ რაღაც 45 წლის იყო და მისი პიროვნებიდან გამომდინარე მასთან დაკავშირებით მხოლოდ კარგი მოგონებები გვაქვს…