კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ ტელეფონით ფიფას პრეზიდენტს-იოზეპ ბლატერს დაუკავშირდა.
ბლატერი მოგზაურობს და ამჟამად კოსტა-რიკაში იმყოფება. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მათი შეხვედრა აღდგომამდე აუცილებად მოხდება…. რა თქმა უნდა, საუბარი უმძიმეს სანქციას შეეხო, რომლის მიხედვითაც “ბარსელონას” ფეხბურთელების ყიდვა 2015 წლამდე აეკრძალა.
სატელეფონო საუბრის დროს ბლატერმა განაცხადა, რომ დისციპლინარული კომიტეტი დამოუკიდებელია და გარეშე ძალები მის მუშაობაში ვერ ჩაერევიან. მხარეების შეთანხმებით, მომდევნო შეხვედრაზე სანქცია განიხილება და გადაისინჯება.