workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ახალი სისხლი“ (ნაწილი მეორე)

„ახალი სისხლი“ (ნაწილი მეორე)

მოგეხსენებათ, პირველ ნაწილში ვისაუბრე თუ ვინ შეიძლება დატოვოს “ბარსელონა” “ახალი სისხლისთვის”, მათი საერთო სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 65.000.000 ევროს შეადგენდა, ისიც გემახსოვვრებათ, რომ “ბარსას” ხელმძღვანელობა 50.000.000 ევროს გამოყოფს ზაფხულში ტრანსფერებისთვის. მაშ ასე, მოდით ვიმსჯელოთ ვისი ყიდვა შეიძლება  115.000.000 ევროს სანაცვლოდ.

გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს ვიქტორ ვალდესი დატოვებს, მეკარე, რომელიც საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს “ბლაუგრანაში”. ესპანელი მეკარის შემცვლელი არავისთვისაა უცნობი, ეს “მიონხენგლადბახის” ახალგაზრდა მეკარე, ტერ შტეგენია.

სატრანსფერო ღირებულება-15.000.000 ევრო

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი-პერსპექტიული, ნიჭიერი, ახალგაზრდა გერმანელი მეკარე, რომელმაც უკვე მოასწრო ნაკრების მაისურის მორგებაც, აქვს კარგი რეაქცია, მშვენივრად თამაშობს ერთიერთზე და გამოსვლაზე, მართალია სტაბილურობა აკლია და ხანდახან შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ მის ასაკს თუ გავითვალისწინებთ (21 წელი), შტეგენი ამ კონპონენტებში თამაშს გამოასწორებს.

“ბარსელონასა” და ზოგადად, ფეხბურთის ლეგენდა, კარლეს პუიოლიც ვალდესის გზას გაჰყვება. შეიძლება მის შემცვლელზე საუბარი? ნამდვილად არა! კარლესისა და ვალდესის წასვლით “ბლაუგრანაში” ერთი ეპოქა დამთავრდება და იმედი ვიქონიოთ, რომ სხვა ეპოქა დაიწყება.  კაპიტნის წასვლის შემდეგ, დაცვის ცენტრი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, ეს ის ადგილია, რომელიც ბოლო წლებია, რბილად რომ ვთქვათ, აღმასვლას ნამდვილად ვერ განიცდის. ბევრ ცენტრალურ მცველს უკავშირებენ “ასულგრანას”, მაგრამ განსაკუთრებით ბრაზილიელ დავიდ ლუიზს. ამ ტრანსფერის გაჩარხვას ბევრ მიზეზი აქვს, რომლებზეც ქვევით ვისაუბრებ.

სატრანსფერო ღირებულება-30.000.000 ევრო

დავიდ ლუიზი – მხიარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება. “ბარსას”  დაინტერესება ფეხბურთელისადმი დიდია, ამასთან ერთად, “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ბრაზილიელს ნამდვილად არ სწყალობს. დავიდი “სელესაოში” ტიაგო სილვასთან ერთად, შესანიშნავ ტანდემს ქმნის. ლუიზის თამაშის მანერა 100%-ით ჯდება “ბლაუგრანას”  სქემაში, ფეხბურთელს უყვარს შეტევებში ჩართვა, აქვს კარგი დარტყმა, გარდა ამისა მეორე სართულზე თამაშში ძალიან ძლიერია. ნომერ პორველი სატრანსფერო სამიზნე სწორედ ლუიზი იქნება, უმჯობესია, თუ “ბარსა” მას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შეიძენს, რადგან მუნდიალის შემდეგ ბრაზილიელი გაცილებით ძვირი ეღირება.

სატრანსფერო ღირებულება-23.000.000 ევრო

მანგალა- 23 წლის ფრანგი მცველი, ფიზიკურად ძლიერი, შეუპოვარი, მეორე სართულზე შესანიშნავად თამაშობს, ხშირად ნახავთ შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში, ეს ამ ნიჭიერი მცველის არასრული ჩამონათვლია. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ფეხი უკვე მოიკიდა და მუნდიალზე სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ დაცვის ცენტრში თამაშს. დავიდ ლუიზის ყიდვის შემთხვევაში, მანგალას “ასულგრანაში” გადმოსვლა ძნელად სავარაუდოა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ლუიზს “ჩელსი” არ გამოუშვებს, პირველი სატრანსფერო სამიზნე სწორედ ფრანგი მცველი იქნება.

 

სატრანსფერო ღირებულება-7.500.000 ევრო

მონტოიას წასვლის შემთხვევაში, ვან დერ ვილი “ბარსელონაში” გადმოსვლის ყველაზე რეალური კანდიდატია. 26 წლის ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი მშვენიერ სეზონს ატარებს პსჟ-ში. ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრია, კარგად ერთვება შეტევებში და დაცვაშიც მშვენივრად ირჯება. საჭირო შემთხვევებში, დანი ალვეშს ღირსეულად ჩაანაცვლებს.

 

სატრანსფერო ღირებულება-10.000.000 ევრო

17 წლის უნიჭიერესი ხორვატი ფეხბურთელი. ალენ ჰალილოვიჩი “ბარსამ” პრაქტიკულად გაიფორმა. ის ხორვატიის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს და მოსალოდნელია, რომ ალენის თამაში მუნდიალზეც ვიხილოთ. ჰალილოვიჩის სათამაშო  სტილი ძალიან გავს ახალგაზრდა მესის თამაშს, აქვს კარგი დრიბლინგი, გამოზომილი პასი და შესანიშნავი ტექნიკა, გარდა ამისა, ალენს ლუკა მოდრიჩსაც ადარებენ, რადგან გარემარბის გარდა, ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. ვარაუდობენ, რომ ჰალილოვიჩი “ბარსა B”-ში იასპარეზებს, მაგრამ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელის თამაშს პერიოდულად პირველ გუნდშიც ვნახავთ.

იჯარა

რაფინია ალკანტარა სეზონის დასრულების შემდეგ “ბლაუგრანაში” უფასოდ დაბრუნდება. რაფა შესანიშნავ სეზონს ატარებს “სელტაში”, მან სათამაშო პრაქტიკა მშვენივრად გამოიყენა და დაარწმუნა “ბარსელონას” ხელმძღვანელობა თავის ნიჭში. ბრაზილიელი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია და იმედი ვიქონიოთ, რომ უფროსი ალკანტარას წასვლით გამოწვეულ იმედგაცრუებას რაფა ყველას დაავიწყებს.

იჯარა

დეულოფეუს “ბარსელონაში” დაბრუნება ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. ესპანელს “ევერტონში” სათამაშო პრაქტიკა აქვს და დიდ გამოცდილებას აგროვებს პრემიერ ლიგაში, მაგრამ “ბლაუგრანაში” გადმოსვლის შემდეგ საკითხავია გაგრძელდება თუ არა იგივე. სანჩესი, პედრო, ნეიმარი და მესი, ეს ის ფეხბურთელებია, რომელთა წინააღმდეგ კონკურენციის გაწევა ძალიან რთულია, მითუმეტეს ძალიან ახალგაზრდა დეულოფეუსთვის. ჩემი აზრით, ჯერარდი კიდევ ერთი წელი უნდა დარჩეს “ევერტონში”, კლასი კიდევ უფრო აიმაღლოს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

სატრანსფერო ღირებულება-45.000.000 ევრო

კუნ აგუერო – ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონას” ყველა გულშემატკივრისთვის ოცნებად იქცა. მის ნიჭსა და შესაძლებლობებზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ, რადგან ბევრ თქვენთაგანს არგენტინელის უნარები ჩემზე უკეთ ეცოდინება. ამ ტრანსფერს ბევრი დეტალი აბრკოლებს, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ “სიტი” გუნდის ლიდერს ნამდვილად არ დათმობს, 45 მილიონი, რა თქმა უნდა, საწყისი ფასია თუ დღევანდელ სატრანსფერო ბაზარს გადავხედავთ. ამ შემთხვევაში სასწაულის იმედზე უნდა ვიყოთ, მაგრამ დაუჯერებელი ამბები ფეხბურთში ხშირად ხდება და ისღა დაგვრჩენია ამ სასწაულსაც დაველოდოთ.

 

როგორ უკვე ზემოთ ვთქვი, ვალდესისა და კარლეს პუიოლის წასვლის შემდეგ კლუბს ძალიან დიდი ძალა მოაკლდება, გასათვალისწინებელია ჩავის ასაკიც, ის რამდენიმე სეზონში კარიერას დაასრულებს, ამიტომ სწორედ აქედან უნდა იზრუნოს “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ლეგენდების ღირსეულ შემცვლელებზე ფიქრი. ესენი იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც “ბარსას” ახალ სიცოცხლეს, “ახალ სისხლს” მისცემენ!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward