workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სიტის” “ბარსასთან” ნასტასიჩი და იოვეტიჩი დააკლდება

“სიტის” “ბარსასთან” ნასტასიჩი და იოვეტიჩი დააკლდება

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები, სტივენ იოვეტიჩი და მატია ნასტასიჩი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩს, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამოტოვებენ.

ორივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად ბარსელონაში არ გამგზავრებულა. იოვეტიჩი ჯერ კიდევ, მუხლქვეშა მყესის ტრავმის აღდგენის პროცესშია, ნასტასიჩი – მუხლის ტრავმის.

მარტინ დემიკელისის დისკვალიფიკაციის გამო, დაცვის ცენტრს ვენსან კომპანი და ჯოლეონ ლესკოტი გააკონტროლებენ.

ასევე დისკვალიფიცირებულია “სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი, რომელიც დღევანდელ მატჩში გუნდს ვერ უხელმძღვანელებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward