როგორც მოგეხსენებათ ,,ბარსელონას” ცენტრფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენით დაინტერესებული არის ტურინის ,,იუვენტუსი”, თუმცა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ,,ჩელსი” და ,,მანჩესტერ სიტიც” არ იტყოდნენ უარს შვედი ფორვარდის გადმობირებაზე.
ჟუან ლაპორტას თქმით ,,ბარსელონამ” მიიღო უფრო სოლიდური წინადადებები იბრას ტრანსფერთან დაკავშირებით ვიდრე ,,იუვენტუსის” მიერ შემოთავაზებული 40 მილიონი ევრო. ლაპორტას თქმით იბრას საწყისი ფასი არის 46,5 მილიონი ევრო. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც ,,სიტი”, ასევე ,,ჩელსი” დაინტერესებული არიან ესპანელი ცენტრფორვარდის ფერდნანდო ტორესის შეძენით და მზად არიან მასში €81.5 მილონი გადაიხადონ. რაც შეეხება ,,იუვენტუსის” შემოთავაზებას, ,,Dailly Mirror-ის” ცნობით ,,ბარსას” არ აქმაყოფილებს შემოთავაზებული თანხა და ეს ტრასნფერი ნაკლებად სავარაუდოა.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩში ,,ბარსამ” გადაიხადა €49 მილიონი პლიუს სამუელ ეტო’ო, რაც საერთო ჯამში €69 მილიონია.