პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, ტატა მარტინომ აღიარა, რომ ყოველთვის აღშფოთებულია მატჩის წინ, რასაც იწვევს სხვადასხვა გარემოებები. ვალიადოლიდში მატჩი გამონაკლისი არაა. “ეს მატჩი მაძლევს აღშფოთების საბაბს, მოწინააღმდეგის გამო. ის გადარჩენითვის იბრძვის. “ვალიადოლიდმა” იმარჯვა ოთხ საშინაო მატჩში, მაგრამ შემდეგ ორ შეხვედრაში დამარცხდნენ. სახლში ისინი ძლიერები არიან.”
გარდა ამისა, მწვრთნელი წუხს იმის გამო, რომ მას ცოტა დრო ჰქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად. “ეს კვირა იყო ძალიან ხანმოკლე. ფეხბურთელების უმეტესობა ხუთშაბათს დაბრუნდა, ზოგიერთი კი მე ვერ ვიხილიე პარასკევამდე. ჩვენ მხოლოდ ერთი დღე გვქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად, მაგრამ ამან არ შეიძლება გამოიწვიოს რაიმე მიზეზი. საჭიროა ფოკუსირება, კარგი მატჩის ჩატარება და გამარჯვება.”
მწვრთნელს ასევე სთხოვეს განემარტა, თუ რატომ დატოვა ჟორდი ალბა განაცხადს მიღმა: “ალმერიასთან” მატჩამდე ის ტკივილებს გრძონბდა. მე არ ვფიქრობდი, რომ ალბა მზად იყო და სათადარიგო სკამზე დავტოვე. შემდეგ მან ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 90 წუთი ითამაშა მაღალ დონეზე. ახლა, ჩვენ გვიწევს ოთხი მატჩის მხოლოდ ორ კვირაში და არ მინდა, რომ მან უამრავი მატჩი ჩაატაროს ასეთ მოკლე პერიოდში. მივიჩნევ, რომ ეს იქნებოდა ცოტა არაგონივრული.”
მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ალვესისა და ნეიმარის შესახებ, რომლებიც გუნდს პარასკევს შეუერთდნენ სამხრეთ აფრიკაში ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, სადაც მათ ამხანაგური მატჩი გამართეს. “ალვესმა ითამაშა 33 წუთი, ნეიმარიმა კი 90. მე ვისაუბრე მათთან მდგომარეობაზე დაბრუნების შემდეგ.”
მარტინომ ასევე საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა კარლეს პუიოლის კლუბიდან სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ. “ასეთი ფეხბურთელი კლუბში ძალიან იშვიათია. ვფიქრობ, რომ მისი შეცვლა შეუძლებელია, თუმცა, ალბათ, მე არ ვარ კვალიფიციური ადამიანი, რომელიც მასზე ისაუბრებს.” – განაცხადა მწვრთნელმა, რომელმაც მათ შორის ურთიერთობის მოკლე დრო იგულისხმა, ამიტომ ისინი ერთმანეთს კარგად არ იცნობენ. ტატამ ასევე თქვა, რომ “გუნდს სჭირდება ცენტრალური მცველი და მას ეძებს.”
ბოლოს, მარტინომ ისაუბრა მესის შესახებ, რამდენიმე ბოლო მატჩების დაყრდნობით: “ეს არის ნორმალური სიტუაცია, ნერვიულობის მიზეზი არაფერი არაა. ის გვიჩვენებს სპეციალიზმს, მაგრამ ეს პრობლმა ჯერ გადაწყვეტილი არაა.” ნებისმიერ შემთხვევაში, მარტინო ფიქრობს, რომ ასეთი ვითარება გავლენას არ მოახდენს მესის საუკეთესო თამაშზე.