workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ ვალიადოლიდშია

„ბარსელონა“ ვალიადოლიდშია

“ბარსელონა” ვალიადოლიდში ჩავიდა. პირველი გუნდის თვითმფრინავი ესპანურ ქალაქში ადგილობრვი დროით 20:20 საათზე დაეშვა, დაახლოებით ერთსაათიანი ფრენის შემდეგ. გუნდთან ერთად იმყოფება ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი, დირექტორები პილარ გინოვარტი და ჟოან ბლადე. ვალიადოლიდშია ასევე სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.

აღსანიშნავია, რომ ხერარდო მარტინომ ხვალიდნდელი მატჩისთვის 18 კაციანი განაცხადი შეადგინა. ანდრეს ინიესტა თავდაპირველად განაცხადში დასახელებული იყო, მაგრამ პირადი მიზეზების გამო ის “ვალიადოლიდთან” მატჩს გამოტოვებს. ინიესტას ნაცვლად განაცხადში მოხვდა იბრაჰიმ აფელაი.

ვალიადოლიდში ჩასვლისთანავე, გუნდი პირდაპირ გაემართა სასტუმრო AC Palacio de Santana-სკენ, სადაც ფეხბურთელები მატჩამდე დაისვენებენ. “ვალიადოლი”-“ბარსელონა” გაიმართება ხვალ, 19:00 საათზე (თბილისის დროით).

[media=http://www.youtube.com/watch?v=RRfrY3h9EKk]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward