“პანათინაიკოსთან” გამარჯვების შემდეგ (5–1), ”ბარსას” ფეხბურთელებმა ისაუბრეს მატჩზე და მის შემდგომ რეაქციებზე
ვილა
”ჩვენ მოვიგეთ და შევურაწყვეთ ისინი ანგარიშით. აუცილებლად ასევე უნდა გაგრძელდეს. თუ შევქმნით იმდენივე საგოლე მომენტს, რამდენიც ამ მატჩში შევქმენით, შედეგი აუცილებლად იქნება. ჩვენ სწრაფად შევიკარით ისევ ერთ გუნდად და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათი მოთამაშეები თამაშობდნენ ძალიან დაცვით ფეხბურთს ისევე, როგორც ”ერკულესი’,. მაგრამ ამ შემთხევაში, ჩვენ უკვე ვიცოდით, თუ როგორ უნდა ჩამოგვეშალა კელედი. ”
პედრო
“კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. დასაწყისში ჩვენ ვიყავით ძალიან კონცენტირირებულნი და მოტივირებულნი. წაგება ”ერკულესთან”, გუნდისთვის სირცხვილი იყო. ახლა მთავარია ვიფიქროთ ”ატლეტიკოზე”, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის რთული მეტოქეა.”
”ჩემპიონთა ლიგა ძლიან ფუნდამენტური გამარჯვებით დაიწყო. ეს გამარჯვება ძალიან გამოგვადგება მომდვნო მატჩებში. ლიგა ურთულესი ტურნირია, ახლა ჩვენ მივემგზავრებით რუსეთში და ვგეგმავთ მხოლოდ 3 ქულას. იქ მკაცრი გამოცდა გველის.”
პედრომ ასევე მისივე გოლზე თქვა ორიდოე სიტყვა: ”მესიმ ყველაფერი საოცრად გააკეთა, უბრალოდ ბურთი ჩემს ფეხთან მოგორდა.”
ინიესტა
”ეს გამარჯვება გვჭირდებოდა. ახლა გუნდის კლასში ეჭვი აღარ უნდა შევიტანოთ. ჩვენ დავიწყეთ კარგად და მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ, თუმცა პირველი გოლი მათ გაიტანეს.”
”როდესაც წავაგეთ, ყველას გული დაწყდა, მაგრამ ის იყო მხოლოდ ერთი წაგება და ახლა, ამ სიტუაციაში, მშვიდად უნდა ვიყოთ. თამაში ”პანათინაიკოსთან” შეუდარებელი იყო, მათ ვერ დაგვიპირისპირეს ვერაფერი. ახლა კონცენტრაცია ”კალდერონზეა” გადართული. მათ ძლიან კარგად შეუძლიათ თამაშის გამწვავება. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მომენტები, რომ გამარჯვება შევძლოთ.”
ალვეში
”ამ ბოლო დღეებში ჩვენ ყველა სკეპტიკურად გვიყურებდა. მათ ეგონათ, ისვე ვეღარ ვთამაშობდით, როგორც უწინ. არავის ესმოდა, რომ ის დღე უბრალოდ არ იყო ჩვენი. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ყოველთვის მართალია. ახლა ყველა გაჩუმებულია.”
მესი
”მსურდა გამეტანა მე–3 გოლი, მაგრამ ვერ შევძელი. ვგიჟდები, როცა მახსენდება, როგორ ვერ გამოვიყენე პენალტი. ბოლოს ჩვენ მოვიგეთ და მე გავიტანე იმდენი, რამდენიც შევძელი. მგონი გაგიჟების არანაირი მიზეზი არსებობს.”
”დღეს ჩვენ ბურთის გარშემო სწრაფად ვმოძრაობდით და სახლში ბედნიერები წავედით.”



