პირველმა გუნდმა ორშაბათს “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში გამართა. როგორც მოგეხსენებათ დღეს, “ბარსა” “ჩემპიონთა ლიგის” პირველ მატჩს ბერძნულ “პანათინაიკოსთან” გამართავს. “ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით კი შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ გველის…
ევროპული ტურნირის გახსნამდე “ბარსასთვის” ეს რიგით, მეორე ვარჯიში იყო. ვარჯიშის შემდეგ კი გუარდიოლამ და ინიესტამ პრეს–კონფერენცია გამართეს. (პრეს–კონფერენციის ნახვა შეგიძლიათ აქ).
ვარჯიშს პირველი გუნდის 18 და 2 “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელი ესწრებოდა. ხეფრენი ძირითადი შემადგენლობიდან ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა. როგორც მოგეხსენებათ მას ფეხის ტრავმა აწუხებს. “ბარსა ბ”–დან კი ვარჯიშზე ჯონათან დოს სანტოსი და ვიქტორ ვასკესი იმყოფებოდნენ. ჯონათანი განაცხადში “ერკულესთან” მატჩშიც იყო შეყვანილი.
ეს შემადგენლობა იდენტურია იმ შემადგენლობასთან, რომელმაც მატჩი “ერკულესთან” გამართა. პეპმა მხოლოდ ვიკტორ ვასკესი დაიმატა.
დავიდ ვილიას მოწვევით ვარჯიშს დაესწრო “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი, ხავი მორენო, რომელიც 2004/05 წლების სეზონში დავიდთან ერთად “სარაგოსაში” გამოდიოდა.